Magdalena Posted June 7, 2023 Share Posted June 7, 2023 Intel-მა განაცხადა, რომ მომდევნო კონფერენცია Innovation მიმდინარე წელს 19-20 სექტემბერს გაიმართება. ფორმალურად ღონისძიება ორიენტირებულია დეველოპერებზე, თუმცა პირველ დღეს, როგორც წესი, ჩატარდება კომპანიის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია. გასულ წელს პრეზენტაციამ მოიცვა მთელი ასორტიმენტი სასერვერო Xeon პროცესორების, სამომხმარებლო Core ჩიპებისა და Arc გრაფიკის ჩათვლით. იმ დროს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Pat Gelsinger-მა დააანონსა მე-13 თაობის Core K სერიის ჩიპები. ფოტოს წყარო: Intel მიმდინარე წელს ღონისძიება გახდება იდეალური შესაძლებლობა - წარადგინოს Core ხაზის მორიგი განახლება - მე-14 თაობის პროცესორები კოდური დასახელებით Raptor Lake Refresh. მათი ანონსის ვადები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, ადრე კი ვრცელდებოდა ცნობები, რომ სიახლე მოსალოდნელია მესამე კვარტალში - იმ დროს, როდესაც Intel ატარებს ახალი K სერიის ჩიპების პრეზენტაციას. არსებობს ალბათობა, რომ კომპანია გააზიარებს განახლებულ სამომავლო გეგმებს და ისაუბრებს დისკრეტულ გრაფიკა Arc-ის ახალ თაობაზე, კოდური სახელწოდებით Battlemage. Intel-ს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ღონისძიებაზე ახალი პროდუქცია დაანონსდება - ცნობილია მხოლოდ ის, რომ Innovation 2023 ჩატარდება სან-ხოსეში 19-20 სექტემბერს. სავარაუდოდ, ორგანიზებული იქნება პირდაპირი ტრანსლაცია. https://tinyurl.com/598xe464 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.