Jump to content

Intel-მა კონფერენცია Innovation 2023 19-20 სექტემბრისთვის დაგეგმა


Recommended Posts

Intel-მა განაცხადა, რომ მომდევნო კონფერენცია Innovation მიმდინარე წელს 19-20 სექტემბერს გაიმართება. ფორმალურად ღონისძიება ორიენტირებულია დეველოპერებზე, თუმცა პირველ დღეს, როგორც წესი, ჩატარდება კომპანიის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია. გასულ წელს პრეზენტაციამ მოიცვა მთელი ასორტიმენტი სასერვერო Xeon პროცესორების, სამომხმარებლო Core ჩიპებისა და Arc გრაფიკის ჩათვლით. იმ დროს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Pat Gelsinger-მა დააანონსა მე-13 თაობის Core K სერიის ჩიპები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

მიმდინარე წელს ღონისძიება გახდება იდეალური შესაძლებლობა - წარადგინოს Core ხაზის მორიგი განახლება - მე-14 თაობის პროცესორები კოდური დასახელებით Raptor Lake Refresh.  მათი ანონსის ვადები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, ადრე კი ვრცელდებოდა ცნობები, რომ სიახლე მოსალოდნელია მესამე კვარტალში - იმ დროს, როდესაც Intel ატარებს ახალი K სერიის ჩიპების პრეზენტაციას. 

რსებობს ალბათობა, რომ კომპანია გააზიარებს განახლებულ სამომავლო გეგმებს და ისაუბრებს დისკრეტულ გრაფიკა Arc-ის ახალ თაობაზე, კოდური სახელწოდებით Battlemage. Intel-ს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ღონისძიებაზე ახალი პროდუქცია დაანონსდება - ცნობილია მხოლოდ ის, რომ Innovation 2023 ატარდება სან-ხოსეში 19-20 სექტემბერს. სავარაუდოდ, ორგანიზებული იქნება პირდაპირი ტრანსლაცია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.