Jump to content

Gigabyte-მა გამოუშვა უფრო თხელი GeForce RTX 4090 WindForce 24G და მასზე გადმოიტანა კვების კონექტორი


Recommended Posts

კომპანია Gigabyte-მა წარადგინა განახლებული GeForce RTX 4090 WindForce 24G გრაფიკული ბარათი. ახალი ვერსია V2 უფრო კომპაქტური გახდა. გარდა ამისა, მწარმოებელმა 12 + 4-პინიანი 12VHPWR დენის კონექტორი უკანა მხარეს გადაიტანა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Gigabyte 

კომპანიამ ასევე შეცვალა ქულერის დიზაინი. მას თავდაპირველი ვერსიის ყველა მახასიათებელი აქვს სპილენძის დიდი პლატფორმის, ცხრა კომპოზიტური სპილენძს სითბური მილისა და სამი 100-მილიმეტრიანი ქულერის ჩათვლით. თუმცა შეიცვალა გაგრილების სისტემის გარეგნული სახე, ამასთან იგი გახდა უფრო პატარა ორიგინალ მოდელ GeForce RTX 4090 WindForce 24G-სთან შედარებით. 

image.jpeg 

განახლებული GeForce RTX 4090 WindForce V2 24G (ზემოთ) და ორიგინალი RTX 4090 WindForce 24G (ქვემოთ) 

RTX 4090 WindForce V2 24G-ს სიგრძე არ შეცვლილა, იგი ორიგინალი მოდელის მსგავსად 331 მმ-ს შეადგენს, თუმცა ახალი ვიდეო ბარათი უფრო თხელი და დაბალია. ამაჩქარებლის სიმაღლე შემცირდა 150-დან 136 მმ-მდე, სისქე - 2.5 სლოტიდან (70 მმ) 2.2 სლოტამდე (55.5 მმ). ორიგინალი GeForce RTX 4090 WindForce 24G-ის პრობლემას რაც შეეხება, ბარათს აქვს მძლავრი გაგრილების სისტემა, მასზე წარმოდგენილია მხოლოდ ორსლოტიანი სამაგრი ფირფიტა. მიუხედავად იმისა, რომ უკანა მხარეს არის ლითონის გამაძლიერებელი ფირფიტა დამატებითი სიმტკიცისთვის, ამაჩქარებლის გადახრის რისკი მაინც არსებობს. 

image.jpeg 

GeForce RTX 4090 WindForce V2 24G წარმოდგენილია ვიდეო ბარათის დამჭერით. სხვა დამჭერებისან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, მონტაჟდება ვიდეო ბარათის ქვემოთ გაფართოების სლოტებში, GeForce RTX 4090 WindForce V2 24G-ს დამჭერი მიმაგრებულია დედა დაფაზე არსებულ ჭრილში. 

image.jpeg 

ინფორმაცია ამ სამაგრი ელემენტის გარკვეულ დაფებთან თავსებადობის შესახებ მითითებულია Gigabyte-ის ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

RTX 4090 WindForce V2 24G-ში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ვიდეო ბარათის კვების კონექტორის გადმოტანა ზემოდან უკანა მხარე. სამწუხაროდ, ბევრი მწარმოებელი არ სარგებლობს ასეთი შესაძლებლობით - ამგვარი განთავსება დიდად ამარტივებს მოუხერხებელი 12VHPWR კონექტორის მიერთების შესაძლებლობას. დაუშვებელია სადენის მოხრა კონექტორთან შეერთებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო დამაზიანებელი შედეგები, რადგან გვერდითა კედელს შორის მანძილი ყოველთვის არ არის საკმარისი მისი სწორი ინსტალაციისთვის. 

image.jpeg 

გრაფიკული ბარათის კვების კონექტორის ახალ მდებარეობა გრაფიკული ბარათის უკანა მხარეს შეიძლება მიანიშნებდეს V2 მოდელზე ორიგინალ ვერსიისგან განსხვავებული მიკროსქემის დაფის გამოყენებაზე. თუმცა განახლებული მოდელის სიხშირის მახასიათებლები უცვლელი დარჩა. GeForce RTX 4090 WindForce V2 24G GPU მუშაობს იმავე - 2520 მჰც სიხშირეზე. 

მწარმოებელი კომპანია არ აკონკრეტებს როდის იქნება ხელმისაწვდომი GeForce RTX 4090 WindForce V2 24G. მაღაზიებში ვიდეო ბარათები ჯერ არ ჩანს. სამწუხაროდ, მისი ღირებულება ასევე უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.