Magdalena Posted June 2, 2023 Share Posted June 2, 2023 რამდენიმე თვეა ვრცელდება ხმები, რომ Apple გამოფენა WWDC 2023-ზე პრეზენტაციისთვის ამზადებს ახალ პროდუქტს - შერეული რეალობის ჰედსეტს. Display Supply Chain Consultants-ის გენერალურ დირექტორ Ross Young-ის თვითის თანახმად ახალ ჰედსეტს აქვს პიქსელების მაღალი სიმჭიდროვისა და სიკაშკაშის მქონე დისპლეი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული დისპლეის გაფართოება 4K იქნება. ფოტოს წყარო: Ian Zelbo Young ამტკიცებს, რომ AR/VR ჰედსეტს ექნება ორი 1.41-დუიმიანი MicroOLED ეკრანი, თითოეულის პიქსელების სიმჭიდროვე იქნება 4000 ppi, სიკაშკაშე კი 5000 ნიტს აღემატება. მისი თქმით, 5000 ნიტი, დიდი ალბათობით, მაქსიმალური მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰედსეტი თვალს არ მოჭრის მომხმარებელს, არამედ პირიქით, უზრუნველყოფს შესანიშნავ კონტრასტულობასა და უფრო მკაფიო ფერებს ამჟამად ხელმისაწვდომ სხვა ჰედსეტებთან შედარებით. SDR დისპლეების შემთხვევაში მაქსიმალური სიკაშკაშე ხშირად არის იმის საზომი, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეკრანი კაშკაშა განათებულ ოთახებში, ხოლო HDR დისპლეებისთვის ეს არის საზომი იმისა, თუ რამდენად კარგად ასახავს ეკრანი ფერებს და კონტრასტს. შედარებისთვის, მაღალი კლასის ტელევიზორებს გააჩნია 2000-დან 5000 ნიტამდე სიკაშკაშის მაჩვენებელი. მაგალითად, Meta-ს VR ჰედსეტ Quest 2-ის დისპლეის მახასიათებლებია 773 ppi და 100 ნიტი სიკაშკაშე, თავად მოწყობილობა კი გათვლილია დაბალბიუჯეტურ სეგმენტზე. თუ გავითვალისწინებთ Apple-ის 3 ათასი აშშ დოლარი ღირებულების მოწყობილობასა და ხელმისაწვდომ Quest 2-ს შორის მახასიათებლების განსხვავებებს, ცხადია, რამდენად შთამბეჭდავი შესაძლოა იყოს Apple-ის ჰედსეტი. მოსალოდნელია, რომ Apple ჰედსეტ „Reality Pro“-ს წარადგენს დეველოპერების საკუთარ კონფერენციაზე, რომლიც 5 ივნისს იწყება. არაოფიციალური ცნობების თანახმად ჰედსეტს ექნება ფიზიკური გადამრთველები VR რეჟიმიდან რეალური გარემოს ჩვენების რეჟიმში, ასევე ხელების მოძრაობაზე თვალყურის დევნების გაფართოებული ფუნქციები. https://tinyurl.com/d86p2w4x Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.