Jump to content

Apple-ის VR ჰედსეტს ექნება 4K ეკრანი - 4000 ppi და სიკაშკაშე 5000 ნიტი


Magdalena

Recommended Posts

რამდენიმე თვეა ვრცელდება ხმები, რომ Apple გამოფენა WWDC 2023-ზე პრეზენტაციისთვის ამზადებს ახალ პროდუქტს - შერეული რეალობის ჰედსეტს. Display Supply Chain Consultants-ის გენერალურ დირექტორ Ross Young-ის თვითის თანხმად ახალ ჰედსეტს აქვს პიქსელების მაღალი სიმჭიდროვისა და სიკაშკაშის მქონე დისპლეი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული დისპლეის გაფართოება 4K იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Ian Zelbo 

Young ამტკიცებს, რომ AR/VR ჰედსეტს ექნება ორი 1.41-დუიმიანი MicroOLED ეკრანი, თითოეულის პიქსელების სიმჭიდროვე იქნება 4000 ppi, სიკაშკაშე კი 5000 ნიტს აღემატება. მისი თქმით, 5000 ნიტი, დიდი ალბათობით, მაქსიმალური მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰედსეტი თვალს არ მოჭრის მომხმარებელს, არამედ პირიქით, უზრუნველყოფს შესანიშნავ კონტრასტულობასა და უფრო მკაფიო ფერებს ამჟამად ხელმისაწვდომ სხვა ჰედსეტებთან შედარებით. 

SDR დისპლეების შემთხვევაში მაქსიმალური სიკაშკაშე ხშირად არის იმის საზომი, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეკრანი კაშკაშა განათებულ ოთახებში, ხოლო HDR დისპლეებისთვის ეს არის საზომი იმისა, თუ რამდენად კარგად ასახავს ეკრანი ფერებს და კონტრასტს. შედარებისთვის, მაღალი კლასის ტელევიზორებს გააჩნია 2000-დან 5000 ნიტამდე სიკაშკაშის მაჩვენებელი. 

მაგალითად, Meta-ს VR ჰედსეტ Quest 2-ის დისპლეის მახასიათებლებია 773 ppi და 100 ნიტი სიკაშკაშე, თავად მოწყობილობა კი გათვლილია დაბალბიუჯეტურ სეგმენტზე. თუ გავითვალისწინებთ Apple-ის 3 ათასი აშშ დოლარი ღირებულების მოწყობილობასა და ხელმისაწვდომ Quest 2-ს შორის მახასიათებლების განსხვავებებს, ცხადია, რამდენად შთამბეჭდავი შესაძლოა იყოს Apple-ის ჰედსეტი. 

მოსალოდნელია, რომ Apple ჰედსეტReality Pro“-ს წარადგენს დეველოპერების საკუთარ კონფერენციაზე, რომლიც 5 ივნისს იწყება. არაოფიციალური ცნობების თანახმად ჰედსეტს ექნება ფიზიკური გადამრთველები VR რეჟიმიდან რეალური გარემოს ჩვენების რეჟიმში, ასევე ხელების მოძრაობაზე თვალყურის დევნების გაფართოებული ფუნქციები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.