Jump to content

NVIDIA და MediaTek გააღრმავებენ თანამშრომლობას საავტომობილო ელექტრონიკის სფეროში


Recommended Posts

გრაფიკული პროდუქტების ამერიკულმა მწარმოებელმა NVIDIA-მ და მობილური პროცესორების ტაივანურმა მწარმოებელმა MediaTek-მა გამოფენა Computex 2023-ის ტრიბუნა გამოიყენეს, რათა გამოეცხადებინათ საავტომობილო ელექტრონიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. MediaTek-ის ამ ბაზრისთვის განკუთვნილ სამომავლო პროცესორებს ექნება NVIDIA-ს ინტეგრირებული გრაფიკა და ამავე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

MediaTek-ის პროცესორებში გარანტირებული გრაფიკის აჩქარების პარალელურად NVIDIA-ს ფუნქციონალური მოდულები პასუხისმგებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან მუშაობაზე. MediaTek-ის პროცესორებს ექნება მრავალკრისტალიანი სტრუქტურა და NVIDIA-ს ჩიპლეტთან ურთიერთქმედება განხორციელდება სწრაფი ინტერფეისის მეშვეობით. MediaTek-ის შესაბამის პროდუქტებს ექნება NVIDIA DRIVE OS, DRIVE IX, CUDA და TensorRT პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერა. ავტომობილების გასართობი სისტემების გარდა ისინი ასევე გამოყენებული იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ საკონტროლო ბლოკებში. 

NVIDIA-ს ჩიპლეტის მქონე MediaTek-ის პროცესორების სერიის დასახელება იქნება Dimensity Auto. Gartner-ის ექსპერტების მიერ სპეციალიზებული გადაწყვეტილებების ბაზრის სიმძლავრე შეფასებულია 12 მლრდ აშშ დოლარად მიმდინარე წლის ბოლოსთვის. პლატფორმა Dimensity Auto-ს შემადგენლობაში შევა მოდულები ბორტის კამერებთან, დისპლეებთან და მომხმარებლის ხმოვანი ბრძანებების დამუშავების ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის. ფუნქცია Auto Connect-მა უნდა უზრუნველყოს ავტომობილის მგზავრებ მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერფეისები გარე სამყაროს და ტელემატიკასთან კომუნიკაციისთვის. 

ჯერჯერობით არ დაზუსტებულა რომელი მანქანათმშენებელი კომპანიები გამოიყენებენ MediaTek-ის ახალი თაობის გადაწყვეტილებებს, თუმცა ტაივანური კომპანიის საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელია მათი გამოჩენა არც თუ ისე მაღალი ფასის კატეგორიის მანქანებში, რადგან მას უკვე პირდაპირ მოემსახურება NVIDIA-ს კომპონენტები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.