Jump to content

ექსპერტები მიუთითებენ Bitcoin-ის ფასის აღდგენის პერსპექტივაზე


Recommended Posts

image.jpeg 

პირველი კრიპტოვალუტის ფასის ათკვირიან მინიმუმამდე კლებამ არ იმოქმედა ტექნიკურ სურათზე, რაც აღმავალი მოძრაობის განვითარებას გვპირდება. ამის შესახებ LookIntoBitcoin-ის დამფუძნებელმა ფილიპ სვიფტმა განაცხადა. 

image.png 

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა რეალიზებული ფასების კვოტების გარღვევაზე ზედა მიმართულებით. 

მისი გამოთვლებით, წარსულში ასეთი სიგნალის მიღებიდან მომდევნო 140 დღეში აღმავალი ტენდენცია გაგრძელდა. ინდიკატორების გადაკვეთა მოხდა 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში. 

„დღეს ბაზარზე დიდი პანიკაა. სინამდვილეში ციკლის ამ ეტაპზე Bitcoin ისე იქცევა, როგორც მოსალოდნელია“, - განაცხადა სვიფტმა. 

Glassnode-იდან ანალიტიკოს Checkmate-მა მიუთითა გამყიდველების „ამოწურვაზე“. 

image.png 

სპეციალისტმა მოიყვანა გაყიდვის მხარის რისკის თანაფარდობის ინდიკატორი მონაცემები, რომელიც თითქმის რეკორდულ დონემდე დაეცა. მიმდინარე თანაფარდობა მიუთითებს ინვესტორების დაბალ მზაობაზე - დახარჯონ მონეტები, რომლებსაც მოგება ან ზარალ მოაქვთ მიმდინარე ფასების დიაპაზონში, აღნიშნა მან.

„წინ დიდი მოძრაობაა“ - გამოთქვა გაფრთხილება Checkmate-მა. 

აქტივების მართვის კომპანი Mott Capital Management-ის დამფუძნებელმა მაიკლ კრამერმა დაუშვა Bitcoin-ის ფასის 20 000 აშშ დოლარამდე ჩამოსვლის რისკი. 

CNBC-ის მიერ ადრე გამოკითხულმა ექსპერტებმა ციფრული ოქროს მიმართ ხარული განწყობა დააფიქსირეს. მათი პროგნოზების თანახმად მიმდინარე წელს აქტივმა შესაძლოა დააფიქსიროს წინა მაქსიმუმი და მიაღწიოს 100 ათას აშშ დოლარიან დონესაც კი. 

Standard Chartered-ის ანალიტიკოსების აზრით პირველი კრიპტოვალუტის ფასი 100 ათას აშშ დოლარს 2024 წლის ბოლომდე მიაღწევს. 

Link to comment
Share on other sites

შტატების ვალის ლიმიტის მოლაპარაკებების გაწელვამ შეაჩერა დროებით ოქროს და ბიტკოინის გაზრდა როგორც აქციების, როგორც კი იტყვიან ოფიციალურათ რომ გაიზარდა ვალის ლიმიტი და დეფოლტი აღარ იქნება ფორმალურათ, ეგრევე დაგაზოს შეიძლება ყველაფერმა, უკვე ვითომ წარმატებულათ დასრულდაო მოლაპარაკებები თეთრ სახლს და კონგრესის წარმომადგენლებს შორის და ეხლა ეგ ახალი ვარიანტი უნდა წარადგინონ კონგრესში, ვოუტის შემდეგ დადგინდება უკვე ოფიციალურათ ახალი ლიმიტი და მაგის გამო აღარ გაუჭირდება დოუ ჯონსი იქნება, ოქრო თუ ბიტკოინი, ეგ ძირავდა ან მინიმუმ ატორმუზებდა შემდგომ გაზრდებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.