Jump to content

NVIDIA-ს აქციები 28%-ით გაიზარდა - კომპანია ემზადება რეკორდული შემოსავლისთვის ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე


Recommended Posts

NVIDIA-მ ახალი ფისკალური წლის პირველ კვარტალში შემოსავლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და მიმდინარე კვარტლის პროგნოზი გამოაქვეყნა. პროგნოზი უკიდურესად ოპტიმისტურია და 50%-ზე მეტით აღემატება უოლ სტრიტის ექსპერტების მოლოდინს. კომპანიამ განაცხადა, რომ აძლიერებს მიწოდებას ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომლებიც საჭიროა ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა ChatGPT და სხვა მსგავსი სერვისები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: BoliviaInteligente 

ამ სიახლეების ფონზე NVIDIA-ს აქციების ფასი 28%-ით გაიზარდა ვაჭრობის დახურვის შემდეგ, თითოეული აქციის ფასმა რეკორდული 391.50 აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად NVIDIA-ს კაპიტალიზაცია საფონდო ბაზარზე 200 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა 950 მლრდ აშშ დოლარამდე - კომპანია რჩება ჩიპების ყველაზე ძვირადღირებულ მწარმოებლად საფონდო ბაზარზე და კომპანიის ღირებულებით მეხუთე ადგილზეა უოლ-სტრიტის შეფასებით. წლის დასაწყისიდან NVIDIA-ს აქციების ფასი ორჯერზე მეტად გაიზარდა. 

NVIDIA რთულად ახერხებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ცნობილია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ახლახანს სარკასტულად განაცხადა, რომ დღესდღეობით “GPU-ის შეძენა უფრო რთულია, ვიდრე ნარკოტიკების“. NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა განაცხადა, რომ ომპანიამ ხელოვნური ინტელექტის უახლესი ჩიპების სრულმასშტაბიანი წარმოება ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო, რამაც მას გარკვეული მიწოდების ბუფერი მისცა, როდესაც ჩატ-ბოტებმა პოპულარობა მოიპოვეს. იანვარში მოთხოვნა უკიდურესად დიდი იყო, ამიტომ ჩიპების წარმოებისთვის დამატებითი შეკვეთების განთავსება გახდა საჭირო ისევე, როგორც 2023 წლის მეორე ნახევრისთვის განთავსდა დაგეგმილზე ბევრად მეტი შეკვეთა, განაცხადა Huang-მა. 

NVIDIA მიმდინარე კვარტალში პროგნოზირებს რეკორდულ 11 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს, დაახლოებით 2%-იანი ცდომილებით. ამასთან Renfinitiv-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს იქნება დაახლოებით 7.15 მლრდ აშშ დოლარი. მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების ბაზარზე არსებული „ოქროს ციებ-ცხელებამაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters 

NVIDIA-სთვის 30 აპრილს დასრულებული პირველი ფისკალური კვარტლის დაკორექტირებულმა შემოსავალმა 7.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური შედარებით 13%-იან შემცირებას ნიშნავს, თუმცა ანალიტიკოსები უფრო მეტ, 6.52 მლრდ აშშ დოლარამდე კლებას პროგნოზირებდნენ. მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ჩპების გაყიდვების მოცულობა წლიურ შედარებაში 14%-ით გაიზარდა და 4.28 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი 3.89 მლრდ აშშ დოლარი იყო). გეიმინგ ჩიპების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 38%-ით შემცირდა, თუმცა მაინც გადააჭრბა ექსპერტების პროგნოზს და შეადგინა 2.24 მლრდ აშშ დოლარი 1.97 მლრდ აშშ დოლარის ნაცვლად. NVIDIA-ს საავტომობილო განყოფილების შემოსავალი, რომელიც ავტონომიური მანქანების ჩიპებსა და პროგრამულ უზრუნველყოფასაც მოიცავს, 114%-ით გაიზარდა წლიური გამოთვლით, თუმცა შემოსავლის მაინც მოკრძალებულ წილს უზრუნველყოფს - გასულ კვარტალში შეადგენდა 300 მლნ აშშ დოლარზე ნაკლებს. ამასთან, პრაქტიკულად ყველა სეგმენტში შემოსავალი გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Motley Fool 

NVIDIA-ს წმინდა მოგება გასულ კვარტალში გაიზარდა 2.04 მლრდ დოლარამდე, ანუ 82 ცენტი ერთ აქციაზე 162 მლრდ აშშ დოლარიდან - ერთი წლით ადრე 64 ცენტი იყო. ხარჯების გარკვეული პუნქტების გამოკლებით კომპანიამ პირველ კვარტალში 1.09 აშშ დოლარი გამოიმუშავა - პროგნოზირებული იყო 92 ცენტი. 

NVIDIA-ს აქტიური კონკურენცია უწევს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზარზე კომპანიებთან, როგორიცაა AMD და Intel, ასევე სტარტაპები - Cerebras Systems და თუნდაც ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Alphabet და Amazon, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პროექტები განავითარონ. ამავდროულად, NVIDIA-ს ხელმძღვანელობამ ცხადყო, რომ მზად არის გაყიდოს ხელოვნური ინტელექტის მზა სისტემები ჩიპებით ვაჭრობის ნაცვლად - ნათქვამია, რომ კომპანიას აქვს ამის ყველა უნარი, მათ შორის ქლაუდ გადაწყვეტილებების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების შესაძლებლობა.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.