Jump to content

Acer-მა წარადგინა გეიმინგ ლეპტოპი Predator Triton, მსუბუქი მოდელი Swift Edge OLED ეკრანით და „მწვანე“ როუტერი Connect Vero W6m


Recommended Posts

გამოფენა Computex-ის წინ კომპანია Acer-მა დააანონსა 16-დუიმიან გეიმინგ ლეპტოპ Predator Triton-ის გამოშვება Intel-ის მე-13 თაობის პროცესორისა და NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების ბაზაზე, აგრეთვე 16-დუიმიან თხელ ლეპტოპ Swift Edge-ს გამოსვლა, რომელსაც ექნება 3.2K OLED ეკრანი და AMD-ის პროცესორები. Acer-მა ასევე წარადგინა „მწვანე“ MESH-მარშრუტიზატორი Acer Connect Vero W6m და დეველოპერების ინსტრუმენტების გაფართოებული ნაკრები თავის 3D-ტექნოლოგია SpatialLabs-ისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Acer 

16-დუიმიანი გეიმინგ ლეპტოპი Predator Triton კომპანიის გეიმინგ ხაზის ბოლო მოწინავე სიახლეა. უმძლავრეს კომპიუტერში წარმოდგენილია მე-13 თაობის Intel Core პროცესორები i9-ს ჩათვლით მაქსიმალურ 5.4 გჰც სიხშირემდე, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 4070 და 32 გბ-მდე DDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. ლეპტოპში შესაძლებელია განთავსდეს 2 ტერაბაიტამდე ორი PCIe 4.0 M.2 SSD RAID0 რეჟიმში.  

image.jpeg 

Predator Triton-ის გაგრილების სისტემაში გამოყენებულია თხევადი ლითონი ცენტრალური პროცესორის სახურავზე, მე-5 თაობის ქულერები AeroBlade 3D გაგრილების ოპტიმიზაციის საფირმო სისტემით Vortex Flow. 

ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი IPS დისპლეი WQXGA გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი, მაქსიმალური სიკაშკაშე 500 კდ/2 და 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. ლეპტოპზე ხელმისაწვდომია ორი პორტი USB 3.2 Gen 2, ერთი HDMI 2.1, USB Type-C  Thunderbolt 4-ით და MicroSD ბარათის წამკითხველი. 

image.jpeg 

Predator Triton აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდება სექტემბერში 1800 აშშ დოლარიდან, ხოლო EMEA-ს რეგიონში - 2299 ევროდან. 

16-დუიმიანი Acer Swift Edge - ეს არის თხელი ლეპტოპი AMD Ryzen 7040-სერიის პროცესორებით (Zen 4) და AMD Radeon 780M ინტეგრირებული გრაფიკით. პროცესორის შესაბამისად ზოგიერთ მოდელს აქვს AMD Ryzen AI-ს მხარდაჭერა, რაც მოწყობილობას საშუალებას აძლევს შეესაბამებოდეს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სფეროს მოთხოვნებს. ლეპტოპში განთავსებული იქნება 32 გბ-მდე LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 2 ტბ-მდე PCIe 4.0 SSD. 

image.jpeg 

ლეპტოპში წარმოდგენილია Wi-Fi 7-თან თავსებადი Intel Wi-Fi 6E უსადენო კავშირის სამდიაპაზონიანი მოდული, აგრეთვე უსაფრთხოების პროცესორი Microsoft Pluton. იგი ფლობს მთელ რიგ ინტელექტუალურ ფუნქციებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო დაკავშირებას. Acer-ის მტკიცებით უზრუნველყოფილია უსადენო კავშირის სიჩქარე 5.8 გბ/წმ-მდე, მრავალარხიანი დაკავშირება და 2 მილიწამ ნაკლები შეყოვნება. 

Swift Edge-ის მთავარი უპირატესობაა 16-დუიმიანი OLED დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოებით 3200 × 2000 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირით 120 ჰერცი და 400 კდ/2 სიკაშკაშის მაჩვენებლით. დისპლეის აქვს True Black HDR 500 სერტიფიკაცია. ვებ-კამერის გაფართოებაა 1440p, მხარდაჭერილია მზერის მიმართულების კორექცია, ფონის დაბინდვა და ავტოკადრირება სწორედ Ryzen AI-ს ხარჯზე. 

image.jpeg 

Swift Edge 16 ხელმისაწვდომი გახდება ივლისში აშშ-ში 1300 აშშ დოლარიდან, EMEA-ს რეგიონში კი - 1199 ევროდან. 

ქსელის მარშრუტიზატორი Acer Connect Vero W6m - ეს გახლავთ Acer-ის პირველი „მწვანე“ Wi-Fi 6E როუტერი. კორპუსი დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან (PCR). Eco რეჟიმი უზრუნველყოფს ეფეტურ ენერგომოხმარებას. მარშრუტიზატორს აქვს ოთხბირთვიანი პროცესორი MediaTek 2 გჰც სიხშირით და უზრუნველყოფს დაკავშირების, დაფარვისა და უსაფრთხოების ფუნქციების გაფართოებულ ნაკრებს, მათ შორის Wi-Fi 6E Tri-Band AXE7800-ის მხარდაჭერას. 

image.jpeg 

მოწყობილობა უზრუნველყოფს 7.8 გბ/წმ-მდე სიჩქარეს სწრაფი და სტაბილური ინტერნეტ-კავშირისთვის. მას შეუძლია მუშაობა ოთხ მოწყობილობასთან და უზრუნველყოფს ქსელის მოქმედებას 465 მეტრამდე მანძილზე ორმაგ MESH-სისტემით და 930 მეტრამდე - ოთხ მოწყობილობასთან. მარშრუტიზატორის ფასი და ხელმისაწვდომობის დრო ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. 

 

image.jpeg 

Acer-მა გამოუშვა ფლაგინ Unity-ს მხარდაჭერა, რითიც გააფართოვა დეველოპერების ინსტრუმენტების ნაკრები მისი ინდუსტრიის წამყვანი SpatialLabs ტექნოლოგიისთვის ბრტყელ ეკრანზე 3D სიმულაციისთვის დამატებითი სათვალეების საჭიროების გარეშე. Unity-ის ახალი ფლაგინის მხარდაჭერა საშუალებას აძლევს დეველოპერებს სხვადასხვა ინდუსტრიასა და პრაქტიკაში გამოიყენონ SpatialLabs Pro მოწყობილობები 3D კონტენტისა და აპლიკაციების შესაქმნელად. 

image.jpeg 

კომპანიის OpenXR Runtime for SpatialLabs სერტიფიცირებულია, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ OpenXR პროტოკოლები სათვალეების გარეშე სტერეო 3D კონტენტისა და აპლიკაციების შესაქმნელად SpatialLab-ის კომერციულ ეკრანებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.