Magdalena Posted May 25 Share Posted May 25 კორპორაცია Intel-მა კონფერენცია ISC 2023-ზე გააზიარა ინფორმაცია პროექტ Aurora-ს შესახებ, რომელიც გულისხმობს ეგზაფლოპს-წარმადობის სუპერკომპიუტერის შექმნას. ეს სისტემა იქმნება აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის არგონის ეროვნული ლაბორატორიისთვის. თავდაპირველად HPC კომპლექს Aurora-ს ანონსი შედგა ჯერ კიდევ 2015 წელს და გამოსვლა იგეგმებოდა 2018 წელს: მოსალოდნელი იყო, რომ კომპიუტერი უზრუნველყოფდა 180 Pflops წარმადობას. თუმცა პროექტის რეალიზაცია თავდაპირველად გაჭიანურდა, პლატფორმის ტექნიკური მახასიათებლები კი არაერთხელ შეიცვალა. ჯერჯერობით ამოქმედებულია სატესტო კლასტერი Sunspot. ამჟამად როგორც ცნობილია, Aurora-ს საბოლოო კონფიგურაციას ექნება 10624 ნოუდი, რომელთაგან თითოეულში მოცემული იქნება ორი პროცესორი Xeon Max და ექვსი ამაჩქარებელი Ponte Vecchio. ამრიგად, CPU-ების ჯამური რაოდენობა იქნება 21248, GPU-ების - 63744. FP64 ოპერაციების სიჩქარე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 Eflops-ს აღემატება. ფოტოს წყარო: Intel (via AnandTech) თითოეულ პროცესორს აქვს 64 გბ HBM მეხსიერება, ამაჩქარებელს - 128 გბ. ჯამში წარმოდგენილია 1.36 პბ და 8.16 პბ HBM მეხსიერება მაქსიმალური სიჩქარით 30.5 პბ/წმ და 208.9 პბ/წმ. დამატებით სისტემაში შესაძლებელია 10.9 პბ DDR5 მეხსიერების გამოყენება 5.95 პბ/წმ-მდე სიჩქარით. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის მოცულობა შეადგენს 230 პბ-ს, სიჩქარე შეადგენს 31 ტბ/წმ-ს. დღეისათვის Intel-ს გაგზავნილი აქვს 10 ათასზე მეტი მოწყობილობა Aurora-სთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა ნოუდი მზადაა საბოლოო მონტაჟისთვის. სუპერკომპიუტერის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წელს იგეგმება. НРС პლატფორმისთვის მზადდება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სპეციალიზებული სამეცნიერო მოდელი - Generative AI for Science, რომელიც დაახლოებით 1 ტრილიონ პარამეტრს მოიცავს. Aurora-ს გამოყენება იგეგმება ყველაზე დიდი მოცულობის რესურსების ამოცანებისთვის სხვადასხვა სფეროში. https://tinyurl.com/3p2wwf3b Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.