Jump to content

Zotac-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი მინი პერსონალური კომპიუტერი ულტრაბგერითი ქულერით - AirJet


Recommended Posts

Zotac-მა გამოფენა Computex 2023-ზე წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Zbox PI430AJ Pico with AirJet, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვა 499 აშშ დოლარად. მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებელია გაგრილების ულტრაბგერითი სისტემა AirJet, რომელიც ჰაერის ნაკადებს ქულერების ვენტილატორების გარეშე წარმოქმნის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო:  theverge.com 

კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლებია პროცესორი Intel Core i3-N300 სიმძლავრით 7 ვატი, რომელსაც აქვს რვა E-ბირთვი, საბაზისო სიხშირე 800 მჰც და ინტეგრირებული გრაფიკა. წარმოდგენილია 8 გბ LPDDR5 მეხსიერება, პორტები - HDMI 2.0, DisplayPort 1.4, Gigabit Ethernet, სამი USB 3.2 სიქარით 10 გბ/წმ და კიდევ ერთი USB Type-C პორტი DisplayPort 1.4-ის მხარდაჭერით. სადემონტრაციო მოდელისგან განსხვავებით Zbox PI430AJ Pico with AirJet-ის სერიულ ვერსიას ექნება არა გამჭვირვალე, არამედ სტანდარტული შავი კორპუსი.  

თანამედროვე კომპიუტერების უმეტესობა წარმოდგენილია გაგრილების ქულერიანი სისტემებით, ან პასიური რადიატორებით. ახალ მოწყობილობაში გამოყენებულია ულტრაბგერითი სისტემა AirJet. მასზე მომუშავე კომპანია Frore-ის ხელმძღვანელმა Seshu Madhavapeddy-მ განმარტა, რომ გაგრილების სისტემის შიგნით განთავსებულია მემბრანები, რომლებიც ვიბრირებენ ულტრაბგერით სიხშირეზე და ქმნიან შემწოვ ძალა, რომელიც ჰაერს მვრისგან დაცული საფარის გავლით გაატარებს. იგი დიდი სიჩქარით მიემართება სპილენძის თბოგამტარის ქვედა მხარისკენ და გამოდის უკანა ნაწილიდან. 

image.jpeg 

წნევა გამოდის ვენტილატორის წნევაზე ათჯერ მეტი - 1750 Pa. AirJet-ის მეშეობით შესაძლებელია სრულიად მტვერგაუმტარი პერსონალური კომპიუტერის აწყობა, ხოლო ერთი მოდულის სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ სხვა კომპონენტებიც გააგრილოს. 8.75 ვატი წარმადობის პირობებშც კი AirJet Pro მოდული საკმარისი იქნება Steam Deck-ის 15-ვატიანი პროცესორის გასაგრილებლად - გაგრილების ნაწილი განხორციელდება პასიურად ულტრაბგერითი კომპონენტის მეშვეობით. 

სამწუხაროდ, AirJet-ზე ოპერატიულად გადასვლა ვერ მოხერხდება - გაგრილების ბლოკისთვის აუცილებელია მართვის სპეციალური სქემა, რომლის ინტეგრირება ხდება დედა დაფაში. ასევე საჭიროა განსაკუთრებული შიდა კონსტრუქცია, რომელიც იმოქმედებს გაგრილების ახალ სქემასთან ან შეძლებს მასთან ადაპტაციას. ურთულესი მხარე კი, როგორც Frore-ში განმარტეს, არის საკმარისი კონტაქტის უზრუნველყოფა ზედაპირთან, რათა AirJet მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. 

image.jpeg 

ულტრაბგერითი გაგრილების გამოყენების შედეგად პერსონალური კომპიუტერი გახდება უფრო უხმაურო და თხელი, რადგან გამოთავისუფლდება სივრცე მობილურ მოწყობილობაში უფრო დიდი მოცულობის ბატარეისთვის, ხოლო ქულერი და სითბური მილები შესაძლებელია ჩანაცვლდეს AirJet-ის რამდენიმე მოდულით. ამჟამად არსებულ ვერსიაში AirJet Mini-ს ერთი კომპონენტი აფიქსირებს 4.25 ვატ წარმადობას: მინი პერსონალური კომპიუტერისთვის ასეთი ორი მოდულია საჭირო, ლეპტოპისთვის - სამი. ჯერჯერობით ეს გახლავთ მასიური წარმოების ერთადერთი მოდელი, თუმცა გამოშვებისთვის მზადდება ასევე AirJet Pro, რომელიც 13-დუიმიანი MacBook Pro-ს ქულერის ეკვივალენტური იქნება, პერსპექტივაში კი უნდა გამოვიდეს უფრო დიდი ელემენტებიც. 

AirJet Mini მოდელის გამოყენება შესაძლებელია გეიმინგ სმარტფონებში, 4K კამერებში, ფლეშ-მეხსიერებებსა და SSD-ებში, ვიდეო დომოფონებსა და სმარტ ნათურებში. AirJet-ის მქონე პირველი სერიული კომპიუტერი გახდა Zotac-ის მოდელი, თუმცა Frore აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სხვა პარტნიორების პროდუქტებიც გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.