Jump to content

Marathon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ივარაუდა მაინერების გადინება აშშ-ში გადასახადების ზრდის გამო


Recommended Posts

image.png 

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული კრიპტო მაინინგის გადასახადი ინდუსტრიას ოფშორულ იურისდიქციებშ გადასვლას აიძულებს. ამის შესახებ The Block აცხადებს Marathon Digital-ის აღმასრულებელ დირექტორ ფრედ ტიელის განცხადებაზე დაყრდნობით. 

გადასახადის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს მაინინგის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. თუმცა, ტიელი დარწმუნებულია, რომ ეს არ გამოიწვევს განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობის ზრდას, არამედ პირიქით, მხოლოდ შეამცირებს მას. 

„მზის ან ქარის ელექტროსადგურის დაკავშირებას დაახლოებით ორი წელი სჭირდება. სწორედ Bitcoin-ის მაინერები აძლევენ ეკონომიკურ სტიმულს ამ ადამიანებს მუშაობისთვის“, - განაცხადა მან. 

Marathon Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია საქმიანობისას სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდება ბანკებისა და კომპანიების მხრიდან, რომლებიც მართავენ გაზის ელექტროსადგურებს. 

” მაინინგი ტეხასში გამორიცხავს მანევრირებადი სიმძლავრის საჭიროებას, რაც უარყოფითად აისახება მათ ბიზნესზე,” - განმარტა მან. 

ტიელის თქმით ბაიდენის ადმინისტრაციაში არსებობს კრიპტო ბაზრისკენ მიმართული უფრო ფართო ინიციატივა, რომელიც, თუ არ მოკლავს Bitcoin-ს, ბევრად გართულებს ადამიანებს მუშაობას. 

თავის მხრივ, Marathon Digital განიხილავს ბიზნესის გაფართოების ვარიანტებს შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანიამ დააანონსა პროექტი აბუ დაბიში მაინინგ ფერმების მშენებლობის შესახებ. იგი ასევე იკვლევს საქმიანობის შესაძლებლობას სხვა იურისდიქციებში, მათ შორის პარაგვაიში. 

ტიელმა გამოქვა იმედი, რომ მაინინგის სექტორში კონსოლიდაცია გაძლიერდება ბაზარზე გაჭიანურებული ფინანსური სტრესის შემდეგ. 

„ჩვენ გადავურჩით კრიპტოზამთრის ყველაზე უარეს პერიოდს. ვფიქრობ, Bitcoin-ის ფასის ზრდასთან ერთად ხალხი უფრო და უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი“, - აღნიშნა მან. 

მაისის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ წარადგინა წინადადება - ფედერალურ ბიუჯეტში შესულიყო კრიპტოვალუტების მოპოვებისას გამოყენებული ელექტროენერგიის გადასახადის 30%. 

ასევე შემოთავაზებულია 2024 ფისკალური წლის პროექტში კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციების დაბეგვრის ცვლილების შეტანა. მთავრობის შეფასებით შედეგად შემოსავალ ინდუსტრიიდან 24 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.