Jump to content

Ampere-მა წარადგინა 192-ბირთვიანი ქლაუდ-პროცესორები AmpereOne, რომლებიც Epyc-სა და Xeon-ზე სწრაფია


Recommended Posts

ბოლო წლებში Ampere-მ Altra და Altra Max პროცესორების წყალობით თავი დაიმკვიდრა ქლაუდ-სერვისების მომწოდებლებისთვის Arm-ჩიპების ერთ-ერთ წამყვან წარმოებლად. კომპანიამ ამჯერად დააანონსა პროცესორების სერია AmpereOne საკუთარი წარმოების Arm-ბირთვებზე - ფლაგმანს 192 ასეთი ბირთვი აქვს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: amperecomputing.com 

Altra Max ჩიპები, რომელთა მიწოდება 2021 წელს დაიწყო, მუშაობს არქიტექტურა Arm Neoverse N1-ზე, ახალი პროცესორები კი შემუშავებულია კომპანიის საკუთარი ძალისხმევით Arm არქიტექტურის ბაზაზე. ჩიპები წარმოებულია 5- და 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიებით - გამოყენებულია ჩიპლეტების სტრუქტურა. AmpereOne თავსებადია Armv8.6+ ინსტრუქციების ნაკრებთან, ასე რომ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს არ მოუწევთ დამატებითი ძალისხმევის გაწევა - უფრო მეტიც, კომპანიამ თავა მოახდინა მათი ოპტიმიზაცია საკუთარი მომხმარებლების საჭიროებებზე. 

ხალი თაობის ჩიპებს 192-მდე ბირთვი აქვთ, Altra Max-ს 128 ჰქონდა. თითოეულ ბირთვზე მოდის 2 მბ L2 ქეში - წინა თაობაში იყო 1 მბ. აგრეთვე შემოთავაზებულია მოდელები 136, 144, 160 და 172 ბირთვით, სიხშირე კი 3 გჰც-ს აღწევს. დეველოპერმა დაამატა რამდენიმე სხვა ინოვაცია: თითოეულ ბირთვს, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ექნება წვდომა მეხსიერების გარკვეულ სიჩქარეზე; გათვალისწინებულია კვების მართვის უფრო ზუსტი ინსტრუმენტები. გამოჩნდა პროცესორის მოძველების მონიტორინგი, რომლის წყალობით მომხმარებელი შეძლებს ეფექტურად მართოს ჩიპის სასიცოცხლო ციკლი და თვალყური ადევნოს მის ხარვეზებს. ხელმისაწვდომია ძაბვის ვარდნის დეტექტორი და უსაფრთხოების ახალი ფუნქციები. 

image.jpeg 

პროცესორ AmpereOne-ს აქვს DDR5 მეხსიერების რვა არხი ECC მხარდაჭერით, რის ხარჯზე შესაძლებელია სერვერი აღიჭურვოს 8 ტბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით. წარმოდგენილია 128-მდე PCIe 5.0 არხი. ჩიპები დამზადებული LGA ტიპის კორპუსში და აქვთ 5964 კონტაქტი. 

პროექტის მთავარი იდეაა ისეთი პროცესორის შემუშავება, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი ქლაუდ ინფრასტრუქტურაში სამუშაოდ. Ampere-მ აღნიშნა, რომ კომპანიის მომხმარებლებში სტაბილურად იზრდება მოთხოვნა მონაცემთა ცენტრებიდან ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ენერგიის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის - ეს პირველ რიგში ეხება ევროპულ ქლაუდ პროვაიდერებს. 

image.jpeg 

კომპანია ამტკიცებს, რომ სერვერული Arm-პროცესორები უზრუნველყოფენ უფრო მაღალ წარმადობას ვატზე Intel-ისა და AMD-ის ანალოგებთან შედარებით. თუმცა Ampere ეყრდნობა წარმადობას სტეკზე: ტიპური ვებ-აპლიკაციის ეტალონურ ტესტში 36 Ampere პროცესორის სტეკი უზრუნველყოფს ისეთივე წარმადობას, რასაც ორი AMD Epyc ან სამი Intel Xeon ჩიპების სტეკი. AmpereOne-ის ტესტების განახლებული შედეგები კომპანიას არ გამოუქვეყნებია, მაგრამ განაცხადა, რომ მათი წარმადობა ვატზე Altra სერიის მაჩვენებლების ტოლია. 

Ampere-ს მთავარი მომხმარებლები არიან ქლაუდ-პროვაიდერები Google Cloud, Microsoft Azure, Oracle Cloud, Alibaba და Tencent, აგრეთვე OEM-მწარმოებლები HPE და Supermicro. გიგანტებიდან ერთადერთი გამონაკლისია AWS, რომელმაც ფსონი საკუთარ Arm-ჩიპ Graviton-ზე დადო და ამ მიმართულებით ახლო მომავალში არაფერი შეიცვლება. Ampere არ გეგმავს Altra ჩიპების წარმოებიდან მოხსნას, თუმცა ამ სერიაში ახალი მოდელები აღარ გამოვა - ახლა მთავარი პროდუქტი ხდება AmpereOne. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.