Jump to content

Apple-მა თანამშრომლებს აუკრძალა სამსახურში ChatGPT-სა და სხვა ხელოვნური ინტელექტის ბოტების გამოყენება


Magdalena

Recommended Posts

ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ინსტრუმენტების გავრცელებისას, რომლებიც უმეტესწილად დამყარებულია მსხვილი კორპორაციების ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე, ბევრმა კომპანიამ დაიწყო თანამშრომლებისთვის ოფიციალურ საქმიანობაში მათი გამოყენების აკრძალვა მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვის შიშით. ასეთი პოლიტიკა ცოტახნის წინ მიიღო კორპორაცია Apple-მა. 

image.jpeg 

ამის შესახებ The Wall Street Journal-ის პუბლიკაციიდან გახდა ცნობილი, რომელიც Apple-ის შიდა განკარგულებას ეყრდნობა. კომპანია თავად ქმნის ხელოვნურ ინტელექტთან სამუშაო იმ პოპულარული ჩატ-ბოტის მსგავს რესურსს, რომლის გამოყენება ახლახანს აუკრძალა თანამშრომლებს. ასეთია მაგალითად Copilot, რომელიც დეველოპერებს ეხმარება პროგრამული კოდის შექმნაში. Apple ცნობილია კონფიდენციალურობის დაცვის მკაცრი პოლიტიკით, რომელიც თითქმის მთლიანად გამორიცხავს სამომავლო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას, თუნდაც ბიზნესის უზარმაზარი მასშტაბის და მრავალი კონტრაქტორის არსებობის გათვალისწინებით. ბუნებრივია, რომ ახალ პირობებში კომპანიას ასეთი მონაცემების გაჟონვის პოტენციური არხის დაბლოკვა სურს. 

Apple გახდა მრავალთაგან ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც აკრძალა საჯარო ჩატ-ბოტების გამოყენება კუთვნილი ინფორმაციის დასამუშავებლად. ერთ-ერთი პირველი, ვინც რამდენიმე ინციდენტზე დაყრდნობით მსგავსი აკრძალვით გამოვიდა - იყო სამხრეთკორეული Samsung Electronics. ტენდენციას მხარი დაუჭირა აშშ-ის ზოგიერთმა ბანკმა და კავშირის ოპერატორმა, ასევე ონლაინ კომერციის გიგანტმა Amazon-მა. 

თავად Apple, წყაროს თანახმად, საკუთარი ენის მოდელის შექმნაზე 2018 წლიდან მუშაობს, იმ დროს მან Google-დან გადაიბირა შესაბამის საქმიანობაშ გამოცდილი John Giannandrea. მას შემდეგ კომპანიამ შემადგენლობაში მიიღო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით დაინტერესებული რამდენიმე მცირე დეველოპერი. მიმდინარე კვირაში Apple-მა ChatGPT-ის მობილურ ვერსიაზე წვდომა გაუხსნა აპლიკაციების მარკეტის მომხმარებლებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.