Jump to content

ბრედ გარლინგჰაუსი პროგნოზირებს აშშ-დან კრიპტო კომპანიების გადინებას


Recommended Posts

image.png 

ევრმა კრიპტო კომპანიამ შეიძლება დატოვოს აშშ და გადაინაცვლოს უფრო პროგრესულ იურისდიქციებში, თუ ადგილობრივი მარეგულირებლები გააგრძელებენ არაგონივრულ დევნას. ამის შესახებ Ripple-ის ხელმძღვანელმა ბრედ გარლინგჰაუსმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი აზრით, ევროპა, არაბთ გაერთიანებული ემირატები, დიდი ბრიტანეთი და სინგაპური უზრუნველყოფენ მეტ სიცხადეს ციფრული აქტივების კანონმდებლობის კუთხით. 

„გულწრფელად რომ ვთქვა, სწორედ ამიტომ ხედავთ ანტრეპრენერების გადინებას და ინვესტიციებს სხვა იურისდიქციებში. და, რა თქმა უნდა, ევროპამ დიდი სარგებელი მიიღო აშშ-ში არსებული დაბნეულობით“, - აღნიშნა მან. 

გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ „ამ არეულობის“ სათავეში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) დგას. 

როდესაც ჰკითხეს FTX-ის გაკოტრების შესახებ, Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ „რაც კომპანიას შეემთხვა, ამას თაღლითობა ჰქვია და არ ეხება კრიპტოვალუტებს“. იგი მიიჩნევს, რომ ეს ვითარება გახდა კომპანიების შტატებიდან გაქცევის კატალიზატორი. 

გარლინგჰაუსის თქმით Ripple კარგ ფინანსურ მდგომარეობაშია. კომპანიამ იყიდა კრიპტო კასტოდიანი Metaco 250 მლნ აშშ დოლარად. 

" Ripple-ძალიან ძლიერი ბალანსი აქვს და ჩვენ შეტევაზე ვთამაშობთ. […] იყავი ხარბ, როცა სხვებს ეშინიათ და გეშინოდეს, როცა სხვები ხარბები არიან“, - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა მილიარდერ უორენ ბაფეტის ციტირებით. 

რაც შეეხება საფონდო ბირჟაზე ლისტინგის გეგმებს, გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ კომპანია ჯერ „არ ჩქარობს“, მაგრამ ამასთან „არ სჭირდება დამატებითი კაპიტალის მოზიდვა“. 

2020 წლის დეკემბერში SEC-მა შეიტანა სარჩელი Ripple-ის წინააღმდეგ და კომპანია არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში დაადანაშაულა. გარლინგჰაუსმა კომპანიის იურიდიული ხარჯები მიმდინარე მარეგულირებელ სამართალწარმოებაზე 200 მლნ აშშ დოლარად შეაფასა. 

2023 წლის მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Ripple-ს ჰქონდა კარგი შანსი, წარმატებით დაესრულებინა სასამართლო პროცესი. 

აპრილში ადვოკატმა ჯერემი ჰოგანმა განაცხადა, რომ XRP არ არის ფასიანი ქაღალდი და მხოლოდ „შესაძლოა ერგებოდეს საინვესტიციო ხელშეკრულების განმარტებას“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.