Jump to content

MicroBT-მ წარადგინა ყველაზე მძლავრი Bitcoin-მაინერი


Recommended Posts

image.png 

მაიამიში გამართულ კონფერენცია Bitcoin2023-ზე მაინერების მწარმოებელმა კომპანია MicroBT-მ წარადგინა ბაზარზე ყველაზე მძლავრი Bitcoin-მაინინგ მოწყობილობა, გვაცნობებს CoinDesk. 

WhatsMiner M53S++ უზრუნველყოფს 320 TH/s ჰეშრეითს 22 J/TH ეფექტურობის პირობებში, მაინერი სიმძლავრით აღემატება კონკურენტ Bitmain-ის Antminer S19 XP Hydro-ს, რომელიც უზრუნველყოფს 255 TH/s-ს, თუმცა მოიხმარს 20,8 J/TH-ს, აღიარა MicroBT-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Yang Zuoxing-მა. 

კომპანიის მიერ წარდმოდგენილი იყო კიდევ ორი მოდელი - WhatsMiner M50S++ ჰეშრეითით 150 TH/s და იმერსიული გაგრილებისთვის შემუშავებული M56S++ მოდელი 230 TH/s ჰეშრეითით. ორივე მოწყობილობის ენერგოეფექტურობა ასევე 22 J/TH-ს შეადგენს. 

კომპანიაშ აქცენტი გააკეთეს პირველი კრიპტოვალუტის მაინინგისთვის განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე. ამიტომ MicroBT მუშაობს მოწყობილობებში ძაბვისა და სიხშირის რეგულირებაზე, რათა ისინი უკეთესად მოერგოს ელექტროენერგიის ხსენებულ წყაროებს, აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა. 

ენერგეტიკული კრიზისისა და გლობალური დათბობის პირობებში Yang Zuoxing მიიჩნევს, რომ აუცილებელია Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო ენერგიის წყაროს მოდერნიზება და უკეთესი ეკოლოგიური გადაწყვეტილების პოვნა“ - განაცხადეს MicroBT-ში. 

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით მაინერების მიერ გამომუშავებული სითბოს 90%-ზე მეტი შეიძლება შეგროვდეს და გამოყენებულ იქნას სხვა საჭიროებებისთვის, მაგალითად გათბობისთვის. 

შეგახსენებთ, 2022 წლის ოქტომბერში კომპანიამ Heat Core-თან ერთად აამოქმედა საპილოტე პროექტი შეერთებულ შტატებში Bitcoin-ის მაინინგის აღჭურვილობით გამომუშავებული სითბოს რეკუპერაციის მიზნით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.