Jump to content

NVIDIA-მ წარადგინა GeForce RTX 4060 299 აშშ დოლარად და RTX 4060 Ti-ს ორი ვერსია RTX 4060 Ti ფასით 399 აშშ დოლარიდან - DLSS3-ის მქონე ყველაზე ხელმისაწვდომი ბარათები


Recommended Posts

NVIDIA-მ წარადგინა საშუალო დონის გრაფიკული ბარათი GeForce RTX 4060, ასევე GeForce RTX 4060 Ti-ს ორი ვერსია - 8 და 16 გბ ვიდეომეხსიერებით. გაყიდვაში პირველი გამოვა GeForce RTX 4060 Ti 8 გბ - "წარმადობის ჩემპიონი 1080p-ში" NVIDIA-ს განცხადებით - მისი დებიუტი 24 მაისს შედგება სარეკომენდაციო ფასით 399 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

GeForce RTX 4060 Ti-ს საფუძლად უდევს TSMC-ის გაუმჯობესებული 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული გრაფიკული პროცესორი AD106-350/351 არქიტექტურით Ada Lovelace. გრაფიკული ჩიპი შეიცავს 4352 CUDA ბირთვს და მუშაობს 2.54 გჰც სიხშირეზე. ხელმისაწვდომია 8 ან 16 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით, უზრუნველყოფილია 288 გბ/წმ სიჩქარე.  

GeForce RTX 4060 Ti-ს ორივე ვერსიის GPU-ის კონფიგურაცია იდენტურია - ვიდეო ბარათები განსხვავდება მხოლოდ ვიდეომეხსიერებითა და ფასით. 

image.jpeg 

GeForce RTX 4060-ში მოცემულია იმავე არქიტექტურის გრაფიკული პროცესორი AD107-400, თუმცა 3072 CUDA ბირთვით და 2.46 გჰც სიხშირით. აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით და 272 გბ/წმ სიჩქარე. 

NVIDIA GeForce RTX 4060 Ti-ს ვე მოდელის ენერგომოხმარება 160 ვატია, ხოლო საშუალო ენერგომოხმარება თამაშებში დაახლოებით 140 ვატს უნდა შეადგენდეს. GeForce RTX 4060-ის ენერგომოხმარებაა 115 ვატი, სტანდატული გეიმინგ დატვირთვა კი უნდა იყოს 110 ვატი. 

image.jpeg 

NVIDIA აცხადებს, რომ GeForce RTX 4060 Ti (8 გბ) 1.7-ჯერ უფრო სწრაფია წინამორბედ GeForce RTX 3060 Ti-სთან და 2.6-ჯერ სწრაფი - GeForce RTX 2060 SUPER-თან შედარებით. ზრდა უზრუნველყოფილია Ada Lovelace არქიტექტურით, NVIDIA DLSS 3-ითა და ახალი ტექნოლოგიებით, როგორიცაა Shader Execution Reordering. ეს ნიშნავს 100fps-ზე მეტს 1080p-ზე დღევანდელ ბევრ გრაფიკულ თამაშში“, აღნიშნავს NVIDIA. 

image.jpeg 

გრაფიკებში, რომლებიც გეიმინგ წარმადობას აღწერს, NVIDIA-მ ყურადღება გაამახვილა კადრების სიხშრის მნიშვნელოვან ზრდაზე კადრების ხელოვნური ინტელექტის გენერაციის ტექნოლოგიის წყალობით DLSS3-ში. შეგახსენებთ, რომ NVIDIA-ს წინა თაობის ვიდეო ბარათებს ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ ჰქონდა. თუმცა DLSS3-ის გარეშეც ახალი ბარათები აფიქსირებენ წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას წინამორბედებთან შედარებით. 

image.jpeg 

ასევე აღინიშნა, რომ უმეტეს თამაშებში GeForce RTX 4060 Ti (8 და 16 გბ) ორივე ვერსია უზრუნველყოფს წარმადობის ერთსა და იმავე დონეს, რადგან მათი GPU-ების მახასიათებლები იდენტურია. თუმცა, ზოგიერთ თამაშში აშკარა უპირატესობა მეხსიერების მეტი მოცულობის მხარესაა. 

image.jpeg 

რაც შეეხება GeForce RTX 4060-ს, DLSS 3-ის მხარდაჭერის გამო იგი უზრუნველყოფს 1.7-ჯერ მეტ წარმადობას GeForce RTX 3060-თან და 2.3-ჯერ მეტს - GeForce RTX 2060-თან შედარებით. 

image.jpeg 

ოფიციალური მონაცემებით GeForce RTX 4060 Ti უზრუნველყოფს 22 Tflops-ამდე წარმადობას ერთეულის სიზუსტის გამოთვლებში (FP32), ჩვეულებრივი GeForce RTX 4060-ს წარმადობა კი დაახლოებით 15 Tflops-ს შეადგენს. NVIDIA ამ მაჩვენებლებს ადარებს წინა თაობის GeForce RTX 3060 Ti და RTX 3060 ბარათებს, რომელთა წარმადობაა 16 და 13 Tflops, შესაბამისად. 

image.jpeg 

როგორც უკვე ითქვა, GeForce RTX 4060 Ti 8 გბ ვერსია 24 მაისიდან გაიყიდება 399 აშშ დოლარად, 16 გბ მოდელი კი - ივლისიდან 499 აშშ დოლარად. ივლისში გამოვა ასევე GeForce RTX 4060 299 აშშ დოლარად. საინტერესოა ის, რომ თავად NVIDIA-სგან ეტალონურ Founders Edition ვერსიაში გამოვა მხოლოდ GeForce RTX 4060 Ti 8 გბ ვერსია. მას ასევე გამოუშვებენ კომპანიის პარტნიორები, ხოლო დანარჩენი ორი ვიდეო ბარათი გამოვა მხოლოდ პარტნიორების მიერ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.