Jump to content

iPhone-ისთვის გამოვიდა ChatGPT-ს ოფიციალური აპლიკაცია


Magdalena

Recommended Posts

კომპანია OpenAI-მ გამოუშვა ოფიციალური მობილური აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტ ChatGPT-ისთან მუშაობისთვის, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ iOS-ისთვის და მხოლოდ აშშ-ში. პროგრამულ უზრუნველყოფაში მხარდაჭერილია ხმოვანი ბრძანებების მიღება საუბრის ამომცნობ მოდელ Whisper AI-ის მეშვეობით, მას აგრეთვე შეუძლია ჩატის ისტორიის სინქრონიზაცია ბოტის ვებ-ვერსიასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური ChatGPT მობილური აპლიკაცია პირველად გამოჩნდა - ამ დრომდე ბოტი ოფიციალურად მხოლოდ ბრაუზერის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tumisu/pixabay.com 

OpenAI-მ ფართო საზოგადოებას გააცნო ChatGPT გააცნო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში. მას შემდეგ იგი დაიხვეწა და ახლა საკმაოდ გამოყენებადია იდეების გენერირებისთვის, ტექსტების დასაწერად, მასალების რეზიუმეების შედგენისთვის, სხვადასხვა საკითხზე რჩევის მისაღებად და ტექსტების ფორმატირებისა და დამუშავებისთვისაც კი. გარდა ამისა, ბოტის გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო მიზნებისთვის თუ ენდობით სისტემის პასუხების სიზუსტეს, რადგან ხშირად ხარვეზები ახასიათებს. 

ChatGPT-ს ვებ-გვერდის მსგავსად ახალ iOS-აპლიკაციაში მომხმარებლებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ OpenAI-ს ექაუნთით. რა საკვირველია, მოთხოვნის დამუშავება ხდება სმარტფონს გარეთ უშუალოდ კომპანიის სერვერზე, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ინტერნეტ-კავშირია საჭირო. ChatGPT Plus-ის აბონენტებს წვდომა აქვთ იმავე გაფართოებულ ფუნქციებზე, როგორც ვებ-ვერსიაზე - წვდომა GPT-4 ენის მოდელზე, ადრეული წვდომა ახალ ფუნქციებზე და უფრო სწრაფი პასუხები შეკითხვებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: OpenAI 

პორტალ Ars Technica-ს ცნობით წინასწარი ექსპერიმენტების დროს აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით საუბარია მარტივ, მაგრამ ფუნქციონალურ აპლიკაციაზე, რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელია სმარტფონზე გამოსაყენებლად, ვიდრე მობილური ბრაუზერის ვებ-ვერსიაზე. ხმის ამოცნობის სისტემა ხშირად იძლევა მცდარ შეტყობინებებს, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სერვერების გადატვირთვით ტესტირების ადრეულ ეტაპზე. თუმცა, ეს საკითხები მალე მოგვარდება. 

პლიკაცია ჯერჯერობით ოფიციალურად მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვოდმი, თუმცა უახლოეს დროში შესაძლებელი იქნება სარგებლობა სხვა ქვეყნებშიც, უკუკავშირი კი გააუმჯობესებს პროგრამულ უზრუნველყოფას. კომპანიის თქმით ChatGPT-ის iOS-ისთვის გამოშვება ემსახურება ვირტუოზული კვლევის ინსტრუმენტის აპლიკაციურ პროდუქტად გარდაქმნას და პარალელურად მისი ხელმისაწვდომობის გაფართოებას. 

კომპანიამ ასევე დაადასტურა ChatGPT აპლიკაციის  Android-ზე "მალე გამოშვების გეგმები, რაც ინსტრუმენტს უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდის ხელმისაწვდომს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.