Jump to content

ჩრდილოეთკორეელმა ჰაკერებმა ხუთი წლის განმავლობაში 2.3 მლრდ აშშ დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს - ყველაზე მეტი იაპონიიდან


Recommended Posts

2017 წლიდან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა მოიპარეს დაახლოებით 2.3 მლრდ აშშ დოლარი კრიპტოვალუტაში, მათ შორის 721 მლნ აშშ დოლარი იაპონელი ანტრეპრენერებისგან. ამის შესახებ Nikkei Asia წერს Elliptic-ის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სპეციალიზებულია ბლოკჩეინზე დამყარებული პლატფორმების ანალიზში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: freepik 

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოკორეელი ჰაკერები მიმართულნი იყვნენ სხვა ქვეყნების კრიპტო აქტივებზე, რათა წვდომა მიეღოთ უცხოურ ვალუტაზე, რაც აუცილებელი იყო ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის რეალიზაციისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს შეფასების თანახმად ჩრდილოეთკორეელმა ჰაკერებმა 2022 წელს 600 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ეს ორჯერ აღემატება წინა წელთან შედარებით მოპარულ თანხას. Elliptic-ის შეფასებით 2022 წელს მოპარული თანხების რაოდენობა 640 მლნ აშშ დოლარი იყო. 

წყაროს ცნობით ჩრდილოეთ კორეა არა მხოლოდ ახორციელებს ჰაკერულ შეტევებს, არამედ იყენებს გამოსასყიდ პროგრამას კრიპტოვალუტის მოსაპარად. ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების სამიზნე იაპონური კრიპტო ბირჟებია. აღნიშნულია, რომ ჰაკერები ძირითადად პირდაპირ შეტევებს ეყრდნობიან, რადგან წარმატების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიიღონ მეტი სარგებელი, ვიდრე გამოსასყიდი პროგრამის გამოყენებისას, რაც ყოველთვის არ არის ეფექტური. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაკერების მთავარი სამიზნეები იყვნენ იაპონიის და ვიეტნამის სწრაფად განვითარებადი კრიპტო ბაზრების მონაწილეები. სულ მცირე სამი იაპონური კრიპტო ბირჟა გატეხეს ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 2018-2021 წლებში. 

Elliptic-ის შეფასებით 2017 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ჩრდილოეთკორეელმა ჰაკერებმა მთელ მსოფლიოში მოიპარეს დაახლოებით 2.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. ამავე დროს 721 მლნ აშშ დოლარი მოდის იაპონიაზე, კიდევ 540 მლნ აშშ დოლარი - ვიეტნამზე, 497 მლნ აშშ დოლარი აშშ-სა და 281 მლნ აშშ დოლარი ჰონგკონგზე. იაპონიის საგარეო ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნიდან მოპარული 721 მლნ აშშ დოლარი 8.8-ჯერ აღემატება ჩრდილოეთ კორეის 2021 წლის ექსპორტის მოცულობას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.