Jump to content

SEC გააკრიტიკეს კრიპტორეგულირებისადმი „უსისტემო მიდგომის“ გამო


Recommended Posts

 

 

image.jpeg 

აშშ-ს სავაჭრო პალატა გამოვიდა Bitcoin-ბირჟ Coinbase-ის მხარდასაჭერად და SEC ქვეყანაში მოქმედი კრიპტო კომპანიებისთვის „განზრახ სახიფათო და გაურკვეველი გარემოს შექმნაში“ დაადანაშაულა. 

ორგანიზაციამ სასამართლოს წერილი გაუგზავნა, როგორც amicus curiae - „სასამართლოს მეგობარი“. მისი აზრით, მარეგულირებელმა აირჩია „არასათანადო, აღსრულებაზე დაფუძნებული მიდგომა“. 

„SEC-მა განზრახ აქცია სიტუაცია დამაბნევლად ციფრულ აქტივებზე სრული ძალაუფლების მოპოვების მიზნით“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

სავაჭრო საბჭომ კომისიას მოსთხოვა დაუყოვნებლივ მოახდინოს რეგირება Coinbase-ის საჩივარზე. ბირჟამ იგი შეიტანა მას შემდეგ, რაც SEC-ისგან შეტყობინება მიიღო პლატფორმასა და მის პროდუქტებზე (Coinbase Prime, Coinbase Wallet და სტეიკინგ სერვისი Coinbase Earn) ლისტინგის პროცედურის შესახებ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. 

ცალკე კომპანია გამოეხმაურა მარეგულირებლის პრეტენზიებს და გამოაცხადა მზადყოფნა "მიზანმიმართულად დაიცვას თავი". კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროცესის გამო შეიძლება ზიანი მიადგეს ბირჟის რეპუტაციას. 

სავაჭრო პალატის თანახმად SEC-ის მიერ Coinbase-ის საჩივარზე უარის თქმა მხოლოდ ინდუსტრიისთვის არ არის მავნე:  

SEC-ის ქმედებები […] უკანონოა; და ამ მიზეზით მუდმივი შეფერხების შედეგები სერიოზულია“. 

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო პასუხი, რომელი „ციფრული აქტივები „ფასიანი ქაღალდები“ ფედერალური კანონის თანახმად. 

აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ - მიუხედავად იმისა, რომ თავი ციფრული აქტივების მთავარ მარეგულირებლად გამოაცხადა - უარი თქვა ამ საკითხის მოგვარებაზე, - ნათქვამია წერილში. 

ადრე ბირჟის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ SEC-მა წამოიწყო „ჯვაროსნულ ლაშქრობა“ კრიპტო ინდუსტრიის წინააღმდეგ. კომპანიასა და მარეგულირებელს შორის დაძაბულობის ფონზე Coinbase-ის ბლოგმა პირველმა გამოაქვეყნა, რომ გაერთიანებულ არაბთა ემირატები შეიძლება გახდეს სტრატეგიული ცენტრი Coinbase-ის საზღვარგარეთ გაფართოების გეგმაში. 

აპრილში Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალერმა არ გამორიცხა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დაკარგოს წამყვანი პოზიცია სექტორში ევროკავშირთან, ჰონგკონგსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან შედარებით. 

Coinbase-ის პარალელურად SEC-მა მიუთითა Bittrex-ის, Kraken-ის, Gemini-ისა და Genesis-ის სამუშაო პროცესებში არსებულ დარღვევებზე. თავის მხრი ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ სარჩელი შეიტანა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ - კრიპტო ბირჟა „აშშ-ს კანონმდებლობის განზრახ აცილებასა“ და წესების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. 

მილიარდერმა და ვენჩურული კაპიტალის კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ განაცხადა, რომ მარეგულირებლები „კლავენ“ კრიპტო ინდუსტრიას შეერთებულ შტატებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.