Jump to content

Apple რჩება ერთადერთ მთავარ კომპანიად დასაკეცი სმარტფონის გარეშე


Magdalena

Recommended Posts

მას შემდეგ, რაც Google-მა Pixel Fold წარადგინა, Apple დარჩა სმარტფონების მწარმოებელი ერთადერთი დიდი კომპანია მსოფლიოში, რომელსაც დასაკეცი მოდელი პორტფოლიოში არ აქვს. კომპანია შორს აღმოჩნდა იმ ტენდენციისგან, რომელიც მომავალში მრავალმილიარდდოლარიან შემოსავლის მოლოდინს იძლევა, წერს Bloomberg. 

image.jpeg 

HONOR Magic Vs 

მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა წლების წინ დაიწყო დასაკეც iPhone-ზე მუშაობა, ჯერ არ გამოუჩენია დიდი ინტერესი ასეთი მოწყობილობის ბაზარზე გამოტანის მიმართ. ეს მიდგომა უჩვეულო არ არის Apple-ისთვის, იგი ხშირად ამჯობინებს მუშაობის დაწყებას უკვე ათვისებულ კატეგორიაში და გვავაზობს უფრო სრულყოფილ გაჯეტს, როგორც ეს მოხდა iPhone-ის შემთხვევაში 2007 წელს. ეს არ იყო პირველი სმარტფონი, მაგრამ რევოლუცია მოახდინა. კომპანიას ასევე არ აქვს სტიმული განაახლოს ამჟამინდელი iPhone-ის ხაზი, რადგან სმარტფონი უკვე დომინირებს პრემიუმ სმარტფონების ბაზარზე. 

Omdia-ს ანალიტიკოსმა Jusy Hong-მა განაცხადა, რომ დასაკეცი სმარტფონების სეგმენტი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი წილი წაართვას iPhone-, რომელმაც გასულ წელს 751 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სმარტფონების ბაზრის 77% დაიკავა. 

Strategy Analytics-ის კვლევების დირექტორი Neil Mawston მიიჩნევს, რომ არასრულყოფილი დასაკეცი სმარტფონის ნაადრევმა გამოშვებამ შესაძლოა iPhone-ის მთლიანი ფრენჩაიზი დაარღვიოს. თუ 2025 წლისთვის, როდესაც ინდუსტრიის შემოსავალი ათობით მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება, Apple-ს არ ექნება გასაყიდად დასაკეცი iPhone ან iPad, მაშინ ჩვენ დავიწყებთ მცირე შეშფოთებას“, - განაცხადა მან. 

ამ დროისთვის დასაკეცი მოწყობილობები ხელმისაწვდომია მხოლოდ Android პლატფორმაზე და ამ ბაზარზე ლიდერია Samsung Electronics. იგი კონკურენციას უწევს Google-ს, ასევე ჩინურ ბრენდებს, რომელთა შორისაა Xiaomi, Huawei, Tecno, Vivo და Oppo, აგრეთვე Honor. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.