Jump to content

Amazon ამზადებს სახლის რობოტს მძლავრი ხელოვნური ინტელექტით


Recommended Posts

Amazon მუშაობს საიდუმლო პროექტზე, კოდური სახელწოდებით Burnham - ეს იქნება რობოტ Astro-ს გაუმჯობესებული ვერსია „ინტელექტუალური და სასაუბრო ხმოვანი ინტერფეისით“, წერს Business Insider საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: amazon.com 

Burnham-ის ბაზაზე გაუმჯობესებული Astro იმუშავებს დიდ ენის მოდელებსა და სხვა მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან - ეს რობტს ხელს შეუწყობს შეეთვისოს ოჯახის კონტექსტს და შესაბამისად იმოქმედოს. პროგრამული პლატფორმა იმახსოვრებს რა ნახა და აითვისა და შედეგად შეძლებს მფლობელთან დიალოგში შესვლას. 

მაგალიად, რობოტი შეძლებს მიხვდეს, თუ გაზქურაზე რაიმე იწვის, ან ონკანია ღია, მოძებნოს სახლის მფლობელი და მის შესახებ შეატყობინოს. რობოტი გაიგებს, თუ ადამიანი დაეცემა და აუცილებლობის შემთხვევაში ექსტრემალური დახმარების სამსახურს დაუკავშირდება. მოწყობილობა შეძლებს სახლში დაკარგული გასაღები იპოვოს, ასევე შეამოწმოს ღამით ღია ხომ არ დარჩა ფანჯარა, ან - ბავშვმა სკოლიდან მეგობრები თუ მოიყვანა სახლში. ყველა ამ ამოცანის გადაჭრა ამა თუ იმ ფორმით უკვევ შესაძლებელია სმარტ-სახლი მოწყობილობების მეშვეობით, თუმცა საჭიროა რამდენიმე მოწყობილობა და სცენარი, ხოლო Astro ამ ყველაფერს დამოუკიდებლად შეასრულებს. 

Amazon-მა რობოტის მეშვეობით უფრო რთული ამოცანების გადაჭრაც გაითვალისწინა. მაგალითად, თუ რობოტი იატაკზე მინის ნამსხვრევს იპოვის, რაც მფლობელისთვის საფრთხისშემცველია, იგი ადგილიდან მოაშორებს ნამსხვრევს, რათა ფეხი არავის მოუხვდეს - არსობრივად, Astro იპოვის პრობლემას და მოაგვარებს. ამ დროისთვის Burnham-ის ტექნოლოგია ჯერ არ არის მზად პროდუქტის ბაზარზე გასატანად და Amazon-ი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.