Jump to content

Tesla-ს ლითიუმის გადამამუშავებელი საწარმო უზრუნველყოფს ნედლეულს წელიწადში მილიონამდე ელექტრომობილისთვის


Recommended Posts

ილონ მასკმა საკუთარი მაგალითით ფორმალურად მხარი დაუჭირა ელექტრო ბატარეებისთვის განკუთვნილი ლითიუმის გადამამუშავებელ საწარმოებს: მონაწილეობა მიიღო ტეხასში ახალი ქარხნისთვის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონიაში, რომელიც დაკავდება ახალი ტიპის საქმიანობით და პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს წელიწადში 1 მილიონამდე ელექტრომობილისთვის განკუთვნილი ნედლეულის წარმოება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

შეგახსენებთ, რომ უკვე გარკვეული პერიოდია ტეხასში არა მხოლოდ Tesla-ს შტაბ-ბინა მდებარეობს, არამედ ელექტრომობილების ქარხანა ბრენდის პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. აქ ილონ მასკის გეგმით უნდა აეწყოს არა მხოლოდ რობოტიზებული ტაქსი, სატვირთო Semi და მეორე თაობის სპორტული მანქანა Roadster, არამედ ასევე ადამიანისმაგვარი რობოტი Optimus. ამავე შტატში ლითიუმის გადამამუშავებელი დიდი ობიექტის არსებობა უზრუნველყოფს 4680 ტიპის ბატარეის წარმოებას, რაც ოსტინში მიმდინარეობს. 

Tesla გეგმავს მინიმუმ 375 მლნ აშშ დოლარის დახარჯვას ტეხასში ლითიუმის გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად. გუბერნატორი Greg Abbott მასკთან ერთად დაესწრო საძირკვლის გახსნის ცერემონიას. გეგმის მიხედვით ტეხასის ახალ ობიექტს შეეძლება მეტი ლითიუმის ჰიდროქსიდის გადამუშავება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის ყველა პლატფორმას ერთად. საწარმო გამოიყენებს ლითიუმის ჰიდროქსიდის დამუშავების მოწინავე მეთოდებს, რომლებიც უზრუნველყოფს ნაკლები მავნე ქიმიკატების გამოყოფას და საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას სამომავლო გამოყენებისთვის გამოსადეგი პროდუქტები. მასკის მტკიცებით საწარმო არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და სურვილის შემთხვევაში ამ პლატფორმაზე ცხოვრება შესაძლებელი იქნება ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკის გარეშე. საწარმოს ნარჩენი პროდუქტები ძირითადად იქნება ქვიშა და კირქვა, რომლებსაც მომგებიანად გამოიყენებენ. 

ლითიუმის გადამუშავების მსოფლიო სიმძლავრის ნახევარზე მეტი ჩინეთის ტერიტორიაზეა თავმოყრილი და აშშ-ში ამ პროფილის ასეთი მსხვილი საწარმოს გამოჩენა ადგილობრივ წარმოებას საშუალებას მისცემს შეამცირონ დამოკიდებულება ქვეყანაზე, რომელთანაც მარტივი ურთიერთობები არ აქვთ.  

Tesla-ს ქარხანა იმუშავებს როგორც იმპორტულ ნედლეულზე, ისე ელექტრო ბატარეებში გამოყენებულ მეორადი გადამუშავების პროდუქტებზე. საწარმოს მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, 2025 წლიდან კი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს. მშენებლობაში 250-მდე ადამიანი იქნება ჩართული, საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა 165 ადამიანი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.