Jump to content

Binance ახდენს Lightning Network-ის ინტეგრაციას Bitcoin-ის გატანის შეჩერების შემდეგ


Recommended Posts

image.jpeg 

7 მაისს კრიპტო ბირჟა Binance-მა დროებით შეაჩერა Bitcoin-ის გატანა ქსელის გადატვირთულობის გამო. 

ფუნქცია ამოქმედდა საათნახევრის შემდეგ, მაგრამ 8 მაისის ღამეს პლატფორმამ კვლავ შეაჩერა პირველი კრიპტოვალუტის გატანა „დაუსრულებელი ტრანზაქციების დიდი მოცულობის“ გამო. 

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეორედ მუშაობის აღდგენის მიზნით მათ მოუწიათ საკომისიოს გაზრდა ყველა მომლოდინე მოთხოვნაზე. 

„მსგავსი რამ რომ აღარ მოხდეს მომავალში, ჩვენი ტარიფები აკორექტირდა. ჩვენ გავაგრძელებთ ქსელის აქტივობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას. ჩვენი გუნდი ასევე მუშაობს Bitcoin-ის გატანის უზრუნველყოფაზე Lightning Network-ის საშუალებით, რაც ასეთ სიტუაციებში ხელს შეგვიწყობს“, - განმარტა Binance-მა. 

რამდენიმე საათის შემდეგ ბირჟამ განაახლა პირველი კრიპტოვალუტის გატანა და განაცხადა, რომ ყველა მომლოდინე გადარიცხვა შესრულდა. 

mempool.space-ის ცნობით სტატიის წერის მომენტისთვის Bitcoin-ის ქსელში დაუდასტურებელი ტრანზაქციების რაოდენობა 422 729-ს შეადგენს. გადარიცხვის საშუალო საკომისიო მერყეობს 8.9-დან 9.7 აშშ დოლარამდე. 

1 მაისს Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციების დღიურმა რაოდენობა მიაღწია 685711 ATH-ს Bitcoin NFT Ordinals-თან დაკავშირებული აქტივობის ზრდის ფონზე. პროექტის ირგვლივ მღელვარება მნიშვნელოვნად მოქმედებს პირველი კრიპტოვალუტის სხვადასხვა onchain-მეტრიკებზე, მათ შორის საკომისიოს მოცულობაზე. 

CryptoQuant-ის თანახმად Binance-იდან Bitcoin-ის მნიშვნელოვანი გადინება მოხდა 7 მაისიდან. დღის განმავლობაში მომხმარებლებმა ბირჟიდან გაიტანეს დაახლოებით 195438 BTC (~5.62 მლრდ აშშ დოლარი). 

image.png 

Binance-იდან Bitcoin-ის გატანის მოცულობა. წყარო: CryptoQuant.   
 

2022 წლის ბოლოს Binance-მა შეაჩერა რამდენიმე აქტივის გატანა და შეზღუდა ზოგიერთი მომხმარებლის ანგარიშები „გარკვეულ სავაჭრო წყვილებში ფასების ანომალიური მოძრაობის გამო“. ჩამონათვალში იყო SUN, ARDR, OSMO, FUN და GLM. 

დრე პლატფორმას მოუწია დაებლოკა Solana-ს ქსელში გამოშვებული USDT და USDC Stablecoin-ებით დეპოზიტების შეტანის ფუნქცია. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში, Binance-იმა გამოაცხადა სპოტ ვაჭრობის შეჩერების შესახებ trailing stop order მექნიზმში „უცნაური“ შეცდომის გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.