Jump to content

Apple-ის ანგარიშმა ანალიტიკოსები შეაშფოთა: კომპანია ზედმეტად არის დამოკიდებული სამომხმარებლო ბაზარზე


Magdalena

Recommended Posts

Apple-ის კვარტალური ანგარიში ნაწილობრივ საკამათო აღმოჩნდა, თუმცა ინვესტორები ჯამში წახალისდნენ კომპანიის უნარით - გაეზარდა iPhone-იდან შემოსავალი მეტად რთულ მაკროეკონომიკურ პირობებში. Apple-ის ჯამური შემოსავალი გასულ კვარტალში 54%-ით განპირობებული იყო iPhone-ის რეალიზაციით და ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ეს ფაქტი შესაძლოა კომპანიისთვის პრობლემად იქცეს. ასეა თუ ისე, კომპანიის აქციების ფასი 4.6%-ით გაიზარდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ყოველ შემთხვევაში, ამგვარად თვლიან Goldman Sachs-ის წარმომადგენლები, რომლებიც, ამავდროულად, არ აბრკოლებენ ინვესტორებს Apple-ის ფასიანი ქაღალდების შეძენაში. დასუსტებული ეკონომიკის პირობებში, ექსპერტების აზრით, კომპანია აწყდება მთელ რიგ რისკებ, რამაც შეიძლება კიდევ გამოიწვიოს მისი შემოსავლის შემცირება. ანალიტიკოსების აზრით iPhone-ის გაყიდვები მყარად არის დაკავშირებული იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ამ ბრენდის ძველ სმარტფონებს ახალზე ცვლიან. მაკროეკონომიკური პრობლემები ზრდის სმარტფონების ექსპლუატაციის ციკლს და შემუშავებული კონსტრუქცია და წარმოების ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ მოწყობილობებს რამდენიმე წლის განმავლობაში უპრობლემოდ იმუშაონ. გარდა ამისა, თუ Apple მომხმარებლებს ვერ შესთავაზებს რაიმე დამაჯერებელ სიახლეს iPhone-ის ახალ თაობაში, მაშინ მათზე მოთხოვნაც შეიზღუდება. 

მეორე მხრიაშშ-ში Apple-ის შემოსავლების უარყოფით დინამიკას თან ახლდა ახალი რეკორდების მიღწევა მზარდი ეკონომიკის მქონე რიგ ბაზრებზე. D.A. Davidson-ის ანალიტიკოსების აზრით Apple-ს დიდი დრო დასჭირდება ინდოეთში შემოსავლის წილის 5-10%-მდე გასაზრდელად. ამ თვალსაზრისით ჩინეთის წარმატების გამეორება ინდოეთში Apple-ისთვის სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიაა, მაგრამ რეალიზაციის თვალსაზრისით - საკმაოდ გრძელვადიანი. 

Barclays-ის ანალიტიკოსებმა დაამატეს, რომ ბაზრის სხვა მონაწილეების მიერ გაგზავნილი სიგნალები არ იძლევა მოთხოვნის სწრაფ აღდგენის იმედს. ამ წყაროს თანახმად Apple-ის გეგმა iPhone 15-ის სმარტფონების წარმოებასთან დაკავშირებით წლის მეორე ნახევარში არ აღემატება iPhone 14-ის წარმოების პროგნოზირებულ მოცულობას. ამავდროულად, ძველი მოდელების წილი მიწოდების სტრუქტურაში უფრო დაბალი იქნება, რაც სეგმენტის პრემიუმ ნაწილზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს. 

მეორე კვარტალში Appleელოდება დაახლოებით იმდენივე შემოსავალს, რაც პირველ კვარტალში მიიღო. ამასთან მომსახურების სეგმენტშიც კი, რომელშიც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რეკორდული შემოსავალი დაფიქსირდა, დადებითი დინამიკის მოლოდინი არ არსებობს. სუსტი მაჩვენებლებია მოსალოდნელი Apple-ის სარეკლამო და მობილურ გეიმინგ აპლიკაციების შემოსავლების მხრივ. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ექსპერტის ეჭვებმა უახლოეს მომავალში კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების სტაბილურობასთან დაკავშირებით ხელი არ შეუშალა ახალი სავაჭრო სესიის შემდეგ კომპანიის აქციების ფასის 4.6%-ით გაზრდას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.