Magdalena Posted May 8, 2023 Posted May 8, 2023 ჩეთ-ბოტ ChatGPT-ზე დამყარებულ საძიებო სისტემა Bing-ის გამოშვებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ Microsoft-ი ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის წინასწარ ვერსიას. არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა: აუცილებელია მომხმარებელი შევიდეს Microsoft-ის საკუთარ ექაუნთზე ბრაუზერ Edge-ს მეშვეობით. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს Microsoft-ის სწრაფვას პროდუქტის განვითარებისკენ მიუხედავად იმისა, რომ მის საფუძვლად მდებარე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიამ შეშფოთება გამოიწვია უზუსტობებისა და ზედმეტი ემოციურობის გამო. Microsoft ასევე ახდენს Bing Chat-ის მოდერნიზებას, ამატებს ბევრ ახალ ფუნქციას და გარე დეველოპერების პლაგინების მხარდაჭერასაც კი. მაგალითად, ჩატიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დაჯავშნოთ მაგიდები რესტორანში OpenTable-ის საშუალებით, ან სთხოვოთ ბოტს, ჩართოს სასურველი ფილმი Apple TV-ის საშუალებით. Microsoft გვპირდება, რომ უფრო მეტ დეტალს გამოავლენს კონფერენცია Build-ზე მიმდინარე თვის ბოლოს. შემდეგი ნაბიჯი იქნება სურათების და ვიდეოების მოძიება პირდაპირ Bing Chat-ში. მალე შესაძლებელი იქნება ობიექტების, ცხოველების, ადგილების და სხვა ფოტოების ან ვიდეოების მოთხოვნა. Microsoft ასევე ავრცელებს Bing Image Creator-ს 100-ზე მეტ ენაზე, რაც უდავოდ გააადვილებს მის გამოყენებას მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის. Microsoft ასევე ამატებს მეტად მოთხოვნად ფუნქციას Bing Chat-ში: ისტორიას. პირველი: ჩეთის ისტორია ავტომატურად ამოიღება ყველა თქვენი მოწყობილობიდან. მეორე, როდესაც ხსნით ბმულს Bing Chat-ის პასუხიდან Edge-ში, იგი ავტომატურად გადაიტანს ჩატს გვერდითა ზოლში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ბოტთან კომუნიკაცია ვებ-გვერდის დათვალიერებისა და კონტექსტური კითხვების დასმისას. Mobile Edge-ს ეს ფუნქცია მალე დაემატება. და მესამე, წინა ჩატის სესიების ისტორია გათვალისწინებული იქნება ბოტის პასუხებში ახალი საუბრის მიმდინარეობისას. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტ Yusuf Mehdi-ს განცხადებით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროს ინიციატივებს კურირებს, ამჟამად Bing-ს ყოველდღიურად 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი სტუმრობს. მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. Google, რომელიც დიდი ხანია დომინირებს საძიებო სისტემების ბაზარზე, ვერ დაიკვეხნის თავის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Bard-ის მსგავსი წარმატებით. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი გარდამტეხი მომენტი იქნება ძიების მხრივ და გააძლიერებს დეველოპერების შესაძლებლობებს“, აცხადებს Mehdi. „მოუთმენლად ველით მიმდინარე თვის ბოლოს Microsoft Build-ზე მეტი დეტალის გაზიარებას“. Microsoft-ის Bing-ის ყველა ახალი განცხადება კეთდება Google-ის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენცია I/O-მდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე. მოსალოდნელია, რომ მოვისმენთ მეტს Google-ის საძიებო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. https://tinyurl.com/74by4uz6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.