Jump to content

Microsoft-მა დაიწყო საკუთარი Arm-პროცესორების შემუშავება, რომლებზეც Windows 12 იქნება ოპტიმიზებული


Magdalena

Recommended Posts

Apple-ის M-სერიის Arm პროცესორების წარმატებამ შთაბეჭდილება მოახდინა Microsoft-ზე. გავრცელებული ინფორმაციით პროგრამული გიგანტი ქმნის Arm-ზე დამყარებულ პროცესორებს Apple-თან კონკურენციის მიზნით. გარდა ამისა, Microsoft Arm ჩიპების მქონე მოწყობილობებთან მუშაობისთვის ოპტიმიზაციას უწევს თავის ოპერაციული სისტემის მომდევნო ვერსიას, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Windows 12. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

Microsoft-ის მიერ Arm პროცესორების შემუშავება ემთხვევა Windows 12-ის დაგეგმილ გამოშვებას, რომლის ერთ-ერთი ვერსია ოპტიმიზებული და ფოკუსირებული იქნება ნეიროქსელებზე დამყარებული ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენებაზე. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ Microsoft ეძებდა თანამშრომლებს მაღალ წარმადობასა და ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული პროცესორებისა და ერთჩიპიანი სისტემების (SoC) შესაქმნელად. 

ყაროს ცნობით Microsoft ეძებდა თანამშრომელს ერთჩიპიანი სისტემების წამყვანი არქიტექტორის პოზიციაზე. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ფიზიკური დიზაინის გადამოწმების უფროსი ინჟინრის, დიზაინის მთავარი ინჟინრის და ა.შ. ვაკანსიები. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეგანყოფილება Microsoft Silicon უკვე მუშაობს Arm პროცესორების შექმნაზე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რა ეტაპზეა შემუშავების პროცესი. 

ახალი Arm ჩიპების მომავალ Windows 12-თან კომბინაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს Microsoft-ის მოწყობილობების წარმადობასა და ეფექტურობა. პროგრამული პლატფორმა სავარაუდოდ 2024 წლის ბოლოს გამოვა და გამოშვების მომენტისთვის მას უკვე ექნება ნეიროქსელებზე დამყარებული რამდენიმე ფუნქცია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.