Jump to content

ბაიდენის ადინისტრაციის შემოთავაზებაა კრიპტო მაინინგის 30%-ით დაბეგვრა


Recommended Posts

image.png 

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით CEA-მ წარადგინა წინადადება - ფედერალურ ბიუჯეტში იქნას შეტანილი 30%-იანი ბეგარა კრიპტოვალუტის მაინინგში გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. ინიციატივა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას, წერს Yahoo. 

მაინერების მიერ ენერგიის მოხმარების მაღალი დონე უარყოფითად აისახება გარემოზე, ცხოვრების ხარისხსა და ელექტრო ქსელებზე, სადაც მსგავსი კომპანიებია განლაგებული ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

მომავალ პუბლიკაციაში საბჭო წარადგენს არგუმენტებს Digital Asset Mining Energy (DAME) აქციზის ბეგარის შესახებ. 

CEA-მ აღნიშნა, რომ ბეგარის დანერგვა მაინინგ-კომპანიებს აიძულებს მეტი ყურადღება მიაქციონ იმ ზიანს, რომელსაც ისინი საზოგადოებას აყენებენ. ამჟამად მათი ხარჯები არ ითვალისწინებს „დაბინძურებას, საწვავის ფასების ზრდას და სასათბურე გაზების გაზრდილი ემისიების გავლენას კლიმატზე“. 

ციფრული ვაჭრობის პალატის ენერგეტიკული პოლიტიკის დირექტორი ტომ მეიპსი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აღიქვამს, როგორც „შეტევა იმ ინდუსტრიაზე, რომელსაც ისინი მხარს არ უჭერენ“. 

მკაფიოდ ჩანს, რომ მათ არ მოსწონთ ეს ინდუსტრია და ეძებენ გზებს მის შესაზღუდად“, - განმარტა მან. 

თეთრი სახლის მოხსენების თანახმად კრიპტოვალუტის მაინინგი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთლიანავსტრალია. შეერთებულ შტატებში, სადაც კონცენტრირებულია მაინინგის დაახლოებით მესამედი, ამ ტიპის საქმიანობა შეადგენს მთლიანი ხარჯების 0.9%-დან 1.7%-. 

New York Times-ის შეფასებით 34 უმსხვილესი საწარმო იყენებს იმდენ ელექტროენერგიას, რამდენსაც თითქმის 3 მილიონი ოჯახი. ათმა ტეხასურმა კომპანიამ განაპირობა უფრო მაღალი ფასები ყველა მომხმარებლისთვის მას შემდეგ, რაც მათ მიერ წარმოქმნილმა მოთხოვნამ შექმნა ბლექაუთის რისკები. 

CEA მიუთითებს ფედერალური რეგულაციის აუცილებლობაზე, რომელიც ითვალისწინებს კრიპტოვალუტების მაინინგის საყოველთაო ხარჯებს. 

ქსპერტების შემოთავაზებაა გადასახადის ეტაპობრივი შემოღება სამი წლის განმავლობაში, მომავალი წლიდან 10+%-ით, ხოლო შემდეგ 20%-მდე და 30%-მდე გაზრდა. 

გამოთვლების თანახმად DAME ათი წლის განმავლობაში 3.5 მლრდ აშშ დოლარს მოიტანს. 

Forbes-თან ინტერვიუში ეკონომისტმა ჯეიმს ბროუელმა განაცხადა, რომ უფრო გონივრული იქნება სათბურის გაზების ემისიების, ვიდრე ელექტროენერგიის მოხმარების დაბეგვრა. ამჟამინდელი წინადადება „სჯის“ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ „სუფთა საწვავს“, აღნიშნა მან. 

თეთრი სახლი მთლიანობაში ვერ ხედავს საზოგადოების სარგებელს მაინინგისგან. 

„ჯერ არ არის ნათელი, რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ამ საქმიანობას. არსებობს საფრთხე ფინანსური სტაბილურობის რისკის და, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ“, - აცხადებენ მრჩევლები. 

მეიპსი არ დაეთანხმა ამ არგუმენტს. ექსპერტის თქმით თეთრი სახლი შერჩევითად იქცევა ინდუსტრიებს შორის გამარჯვებულთა და დამარცხებულთა არჩევისას. 

2023 წლის მარტში CEA-მ წარადგინა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ციფრული აქტივები არ შეესაბამება გამოყენების მითითებულ შემთხვევებს. ექსპერტებმა ასევე მიუთითეს ინვესტორებისთვის ციფრული აქტივებისდა ზოგადად ფინანსურ სტაბილურობის რისკებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.