Jump to content

AMD-მ ხელოვნური ინტელექტი № 1 სტრატეგიულ პრიორიტეტად დაასახელა, ბაზრის დაპყობაში კი კომპანიას Instinct MI300 ამაჩქარებლები შეუწყობს ხელს


Recommended Posts

კომპანია AMD ფსონს ხელოვნურ ინტელექტზე დებს, აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა Lisa Su-მ 2023 წლის პირველ კვარტლის საქმიანობის შედეგების შემაჯამებელი კონფერენციის დროს, ხოლო გამოთვლითი ამაჩქარებლები Instinct MI300 ამ მიმართულების სათავეში იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ლიზა სუმ განაცხადა: „ჩვენ მეტად აღფრთოვანებულნი ვართ ჩვენი შესაძლებლობებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ეს არის ჩვენი 1 სტრატეგიული პრიორიტეტი და აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა მომხმარებელთან, რათა ერთობლივი გადაწყვეტილებები შემოვიტანოთ ბაზარზე, რომელთა სათავეში მოექცევა ჩვენი მომავალი Insight MI300 GPU, Ryzen 7040 სერიის პროცესორები Ryzen AI-ით, Zynq UltraScale+ MPSoC ჩიპებით, მონაცემთა ცენტრის ამაჩქარებლები LVO V70, Versal AI - ადაპტირებული პლატფორმა მონაცემთა ცენტრებისთვის, ასევე პერიფერიული SoC-ებისთვის“. 

image.jpeg 

AMD-სთვის ხელოვნური ინტელექტი ვრცელი ბაზარია და ქლაუდ სეგმენტთან შედარებით გაცილებით მეტ შემოავაზებას უზრუნველყოფს. ფლაგმანური ამაჩქარებლები Instinct MI300 შეესაბამება როგორც ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნებს, ისე მაღალი წარმადობის გმომთვლელ ეკოსისტემებსა და სუპერკომპიუტერებს, AMD აცხადებს, რომ Instinct MI300 ამაჩქარებლებმა ძლიერი ევოლუცია განიცადა ბოლო რამდენიმე თვეში. კომპანია მუშაობს ამაჩქარებლების ხაზის გაფართოებაზე და გამოიყენებს თავის შვილობილ კომპანია Xilinx-ს, რათა გაზარდოს და დააჩქაროს მუშაობა ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტის მთელ გენერაციულ პლატფორმასთან მიმართებაში. იგეგმება, რომ Instinct MI300-ის მიწოდება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პირველი მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან მოხდება. 

image.jpeg 

მიმდინარე კვარტალში გამოსული Genoa-X ჩიპები Zen 4 ბირთვებით და დამატებითი 3D V-Cache-ით გაყიდვაში მიმდინარე კვარტალშივე გამოვა. 

AMD ამჟამად მისდევს NVIDIA-ს გზას, რათა ხელოვნური ინტელექტის ბაზრის საკუთარი წილი დაიკავოს, რადგან ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილ, NVIDIA-ს გრაფიკულ პროცესორებზე მოთხოვნა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, AMD არ ელოდება ხელოვნური ინტელექტის სფეროს კომპანიებს, რომ მათ თავიანთი სერვერები Instinct MI300-ით აამოქმედონ, არამედ მუშაობს ამჟამინდელი MI250 ამაჩქარებლების ოპტიმიზაციაზე, რათა დააკმაყოფილოს ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.