Jump to content

კონსოლ ASUS ROG Ally-ს საბაზისო ვერსიის ფასი ექვსბირთვიანი Ryzen Z1-თ და 256 გბ SSD-ით 600 აშშ დოლარი იქნება


Recommended Posts

ASUS ROG Ally პორტატული გეიმინგ კონსოლის საბაზო ვერსია AMD Ryzen Z1 ექვსბირთვიანი პროცესორით და 256 გბ SSD-ით 599.99 აშშ დოლარი ეღირება, წერს The Verge. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ჟურნალისტები ეყრდნობიან ორი ინტერნეტ-ინფორმატორის მონაცემებს, რომლებმაც, როგორც ჩანს, ინფორმაცია ამერიკულ სავაჭრო პლატფორმა BestBuy-ს ბაზიდან მიიღეს. ხსენებული პლატფორმა ASUS-ის ოფიციალური პარტნიორია და მასზე კონსოლი გაყიდვების დაწყების დღესვე გახდება ხელმისაწდომი. ადრე იმავე ინფორმატორისგან გახდა ცნობილი, რომ რვაბირთვიანი Ryzen Z1 Extreme-ის და 512 გბ SSD-ის მქონე ვერსია გაყიდვების დაწყებისას შეფასდება 699.99 აშშ დოლარად, იგი 50 აშშ დოლარით ძვირი გამოდის Steam Deck-ის მაქსიმალურ ვერსიასთან შედარებით, რომელიც იმავე მოცულობის SSD-ით 650 აშშ დოლარადაა ხელმისაწვდომი. Valve-ს კონსოლი 256 გბ მეხსერებით 530 აშშ დოლარადაა შეფასებული. ამრიგად, ანალოგიური კომპლექტაციის ROG Ally, თუ უახლეს ცნობებს დავუერებთ, 170 აშშ დოლარით ძვირი იქნება. 

Steam Deck-ის ფასი 399 აშშ დოლარიდან იწყება, ეს გახლავთ ვერსია 64 გბ eMMC სტანდარტის მეხსიერებით. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, კონსოლში შესაძლებელია SSD-ის დაყენება. 

Ryzen Z1 - ეს არის ექვსბირთვიანი პროცესორი 12 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, აქვს 22 მბ ქეშ-მეხსიერება და ოთხი ბლოკი (EU) ინტეგრირებული RDNA 3 გრაფიკით. Ryzen Z1 Extreme-ს რვა ბირთვი აქვს 16 ვირტუალური ნაკადით, ასევე 24 მბ ქეშ-მეხსიერება და 12 ბლოკი RDNA 3 გრაფიკით. Ryzen Z1 Extreme წარმოადგეს პორტატულ გეიმინგ კონსოლებზე ოპტიმიზებულ Ryzen 7 7840U-ს. Steam Deck კი მუშაობს AMD-ის ქასთომიზებულ ოთხბირთვიან პროცესორზე უფრო ძველი Zen 2 არქიტექტურითა და RDNA 2 გრაფიკით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ROG Ally-ი ოფიციალური ფასი და გაყიდვაში გამოსვლის დრო 11 მაისს გახდება ცნობილი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.