Jump to content

Coinbase-მა აამოქმედა საერთაშორისო ბირჟა Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობისთვის


Recommended Posts

image.jpeg 

კომპანია Coinbase-მა გამოაცხადა ციფრული აქტივების საერთაშორისო ბირჟის, Coinbase International Exchange-ის ამოქმედების შესახებ. 

განცხადების თანახმად კომპანიამ ცოტა ხნის წინ ლიცენზია მიიღო ბერმუდის კუნძულების ფულად-საკრედიტო სამმართველოსგან (BMA), სადაც ახალი ორგანიზაცია დარეგისტრირდა. 

პლატფორმა „აშშ-ის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ მყოფ ინსტიტუციონალურ მომხმარებლბს საშუალებას მისცემს ივაჭრონ უვადო ფიუჩერსებით“ 5x-მდე საკრედიტო ბერკეტით. 

Coinbase International Exchange-ზე უკვე ხელმისაწვდომია დერივატივები Bitcoin-ისა და Ethereum-ის ბაზაზე. 

Coinbase მოწოდებულია ითანამშრომლოს მაღალი სტანდარტების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის მონე გლობალურ მარეგულირებლებთან, რაც კრიპტო ტექნოლოგიებს საშუალებას მისცემს მუდმივად მოხდეს ინოვაციების სტიმულაცია, გამყარდეს ჩვენი ინიციატივა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების შესახებ“ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. 

კომპანია ჯერ კიდევ „მიჯაჭვულია შეერთებულ შტატებზე“, თუმცა ისწრაფვის თავისი ბიზნესი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ განავითაროს, რათა სამომავლოდ მოგვევლინოს, როგორც კრიპტო ჰაბი. 

„ჩვენ გვსურს, რომ აშშ-მ გამოიყენოს [BMA-ს მსგასი] მიდგომა იძულებითი რეგულაციებიის ნაცვლად, რამაც გამოიწვია იმედგაცრუების ტენდენცია ქვეყანაში კრიპტოვალუტების განვითარების მხრივ“, - აღნიშნა Coinbase-მა. 

ადრე აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ბირჟას გაუგზავნა შეტყობინება პლატფორმისა და მის პროდუქტებზე - Coinbase Prime, Coinbase Wallet და Coinbase Earn სტეიკინგ სერვისზე ლისტინგის პროცედურის გამოძიების დაწყების შესახებ. 

კომპანიამ SEC-ის პრეტენზიებს უპასუხა და განაცხადა, რომ მზადაა თავდაცვისთვის. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ გამოძიების გამო შესაძლოა მარეგულირებელმა რეპუტაციას მიაყენოს ზიანი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.