Jump to content

ევროკავშირის კოსმოსური კომპანიები გაერთიანდნენ, რათა შექმნან თანამგზავრული ინტერნეტი IRIS² მთელი ევროპისთვის


Recommended Posts

წამყვანი ევროპული სატელიტური და აეროკოსმოსური კომპანიები გაერთიანდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის 6 მლრდ ევროს ღირებულების პროექტში, რომელიც ცნობილია როგორც IRIS². იგი მიზნად ისახავს მთელი ევროპის თანამგზავრული ინტერნეტით დაფარვას. ევროკავშირის განცხადებით პროექტმა უნდა გააძლიეროს ტექნოლოგიური სუვერენიტეტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: latviaspace.gov.lv 

კონსორციუმს უხელმძღვანელებენ აეროკოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები Airbus SE და Thales Alenia Space SAS, აგრეთვე თანამგზავრული ოპერატორები Eutelsat Communications SA, SES SA და Hispasat SA. თუ კონსორციუმი კონტრაქტს მიიღებს, მან უნდა შექმნას სისტემა ასობით თანამგზავრისგან რამდენიმე ორბიტაზე, ტრადიციული გეოსტაციონარული ტერიტორიიდან დედამიწამდე დაახლოებით 35 ათასი კილომეტრის დაშორებაზე. 

IRIS², რომელიც ნიშნავს თანამგზავრებზე დამყარებულ მდგრადობას, კავშირსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას, ინტერნეტის ხელმისაწვდომობით უზრუნველყოფს სამთავრობო უწყებებს, თავდაცვის სამინისტროების ჩათვლით, ასევე საწარმოებს. იგი ასევე ამოქმედდება ევროკავშირის იმ ნაწილების დაკავშირებისთვის, რომლებშიც ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის. ევროკავშირმა განაცხადა, რომ თანამგზავრების ქსელი უზრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და გაამყარებს მის ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს, რადგანაც სხვა ქვენები, როგორიცაა ჩინეთი, ასევე კერძო კომპანიები, საკუთარი სისტემების შექმნაზე მუშაობენ. 

ილონ მასკის თანამგზავრული სისტემა SpaceX Starlink ამჟამად ახლო ორბიტის თანამგზავრების უმსხვილესი ოპერატორი, რომელმაც უკვე გაუშვა ათასობით თანამგზავრი SpaceX-ის რაკეტების გამოყენებით. თანამგზავრების დაჯგუფებები დედამიწის ახლო ორბიტაზე მოძრაობენ პლანეტის ზედაპირიდან 1000 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე და უზრუნველყოფენ სწრაფ კავშირს, თუმცა უფრო მეტი თანამგზავრი საჭირო იმავე ფართობის დასაფარად, ვიდრე მაღალ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრების შემთხვევაში. 

IRIS² თანამგზავრები სერვისის მიწოდებას მომავალი წლიდან დაიწყებენ და სრულ სიმძლავრეს 2027 წელს მიაღწევენ. განცხადების თანახად ევროკავშირის წვლილი მთლიან ხარჯში 2.4 მლრდ ევროს შეადგენს. კიდევ 685 მილიონ ევროს გაიღებს ევროპის კოსმოსური სააგენტო, დანარჩენს კი - კერძო სექტორი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.