Jump to content

Visa-მ დაიწყო პროგრამისტების დაქირავება „ამბიციური“ კრიპტო ინიციატივისთვის


Recommended Posts

image.jpeg 

გადახდების გიგანტმა Visa-მ გამოაცხადა კრიპტოვალუტების განყოფილებისთვის დეველოპერების დაქირავების შესახებ. ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Cuy Sheffield-მა განაცხადა. 

„ჩვენ გვაქვს Visa-ს კრიპტო პროდუქტის ამბიციური სამოქმედო გეგმა და ახლახან დავიწყეთ უფროსი პროგრამული ინჟინრის ძებნა, რომელიც დაგვეხმარება მივაღწიოთ ბლოკჩეინის ყოვლისმომცველ დანერგვას და Stablecoin-ებში ანგარიშსწორებას“ - განაცხადა მან. 

დეველოპერების პარალელურად კომპანია ეძებს „ფართოდ ხელმისაწვდომი მასშტაბირებადი სასერვერო სისტემების შექმნის“ გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან Web3 ტექნოლოგიით. 

სამუშაოს აღწერილობის მიხედვით კანდიდატებს უნდა ესმოდეთ პირველი და მეორე დონის ქსელების მახასიათებლები, ასევე შეძლონ სმარტ-კონტრაქტების შექმნა Solidity ენაზე.Bottom of Form 

„ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს Github Copilot-ის და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სხვა საინჟინრო ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება სმარტ-კონტრაქტების დაწერისა და გამართვის მიზნით“, - განმარტა შეფილდმა. 

წლის დასაწყისში Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ კელიმ განაცხადა, რომ ბლოკჩეინზე დამყარებული გადაწყვეტილებები ინტეგრირებული იქნება კომპანიის სერვისებში მომდევნო თაობის გადახდების მხარდაჭერისთვის. 

თებერვალში კრიპტო პლატფორმა Wirex-მა საგადახდო გიგანტთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სადებეტო და წინასწარი გადახდის ბარათების გამოშვებასთან დაკავშირებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.