Jump to content

NVIDIA შეწყვეტს ახალი GeForce RTX 4070-სთვის GPU-ების მიწოდებას დაბალი მოთხოვნის გამო


Recommended Posts

თანამედროვე გრაფიკული ამაჩქარებლის ბაზარზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ინფლაცია, რამაც შეამცირა მსყიდველობითი უნარი. შედეგად მოთხოვნა შემცირდა ვიდეო ბარათებზე, მათ შორის NVIDIA-ს უახლეს მოდელებზე. ზოგიერთი ცნობით მწარმოებელი აჩერებს პარტნიორებისთვის ზოგიერთი GPU-ის მიწოდებას ვიდეო ბარათების წარმოებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

პრემიერის შემდეგ GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათის გაყიდვა არ წარიმართა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. გაყიდვების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ რითეილერები იძულებულნი არიან ბარათები სარეკომენდაციო ფასზე იაფად გაყიდონ. როგორც ჩანს, წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც ახლად გამოსული ნებისმიერი ვიდეო ბარათი წუთებში იყიდებოდა. 

პორტალ Igor's Lab-ის თანახმად NVIDIA შეწყვეტს GeForce RTX 4070 ბარათების ჩიპების მიწოდებას პარტნიორებისთვის უახლოეს კვირებში, რის შედეგად უნდა შემცირდეს ჩიპების მარაგი საწყობებში და ვიდეო ბარათების მარაგი - მაღაზიებში. ამასთან, კომპანიას სრულად არ შეუწყვეტია ჩიპების წარმოება და მხოლოდ ანელებს წარმოების ტემპს. 

ფლაგმანურ GeForce RTX 4090 ბარათებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია 1599 აშშ დოლარი ღირებულების მიუხედავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი პროდუქტების შეძენა, არც სამომავლოდ აპირებენ თანხის დაზოგვას. ამიტომ, მაგალითისთვის, GeForce RTX 4080 უფრო ცუდად იყიდება RTX 4070 Ti-სთან შედარებით. ამ წყვილიდან უფროსი მოდელი უფრო იაფია ფლაგმანთან შედარებით, მაგრამ ამ სეგმენტში განსხვავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.  

Igor's Lab დარწმუნებულია, რომ ბაზარი ახლა „ექსტრემალური პოლარიზაციის“ მდგომარეობაშია. მყიდველების ის კატეგორია, რომლებმაც იყიდეს GeForce RTX 4090-ის დონის გრაფიკული ბარათები, განაგრძობმათ ყიდვას, ხოლო ჩვეულებრივი მყიდველები, რომლებიც ტრადიციულად დაინტერესებულნი იყვნენ საშუალო დონის პროდუქტებით, ახლა ინტერესდებიან უფრო დაბალბიუჯეტური გადაწყვეტილებებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, RTX 4070-ის პოტენციური მყიდველები დღეს ყურადღებას აქცევენ 500 აშშ დოლარამდე ღირებულების ბარათებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ GeForce RTX 2070 და RTX 3070 სერიის ვიდეო ბარათები გაყიდვაში სარეკომენდაციო საცალო ფასად - 499 აშშ დოლარად გამოვიდა, არაფერი გასაკვირი იმაში, რომ 599 აშშ დოლარიანმა RTX 4070 მოდელმა დიდი დაინტერესება ვერ გამოიწვია. პოტენციური მყიდველები ახლა, დიდი ალბათობით, ელოდებიან NVIDIA-ს უფრო დაბალფასიან პროდუქტებს, როგორებიცაა GeForce RTX 4060 Ti ან RTX 4060. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ბევრ გეიმერს „ქამრის შემოჭერა“ უწევს, RTX 4070-ის მსგავსი მოდელებისთვის ბაზარზე დღესდღეობით დიდი ადგილი არ რჩება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.