Jump to content

AMD-ის პარტნიორები Radeon RX 7700 XT და RX 7600 ვიდეო ბარათებს გამოფენა Computex-ზე მაისის ბოლოს წარადგენენ


Recommended Posts

გერმანულ რესურს Igor's Lab-ის ინფორმაციი კომპანია AMD-ის პარტნიორები Radeon RX 7700 XT და RX 7600 ვიდეო ბარათებს სამომავლო გამოფენა Computex 2023-ზე წარადგენენ, რომელიც მომდევნო თვეში გაიმართება. ასევე აღინიშნება, რომ AMD-ს ჯერ არ განუსაზღვრავს სამომავლო Radeon RX 7800 მოდელის სარეკომენდაციო ფასი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD-ს სურს, Radeon RX 7800 იყოს უფრო მიმზიდველი GeForce RTX 4070-თან შედარებით, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მის სარეკომენდაციო ფასად დააწესოს 599 აშშ დოლარი (კონკურენტის მსგავსად) ან ნაკლები. მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში ჩნდება რენტაბელურობის საკითხი - ასეთი ფასის მქონე ვიდეო ბარათი ვერ მოიტანს საკმარის სარგებელს. 

Igor's Lab-ის დამფუძნებელი Igor Wallossek ამტკიცებს, რომ ვიდეო ბარათების სხვადასხვა მწარმოებელმა მასთან საუბარში დაადასტურ განზრახვა - წარადგინონ Radeon RX 7600 და, შესაძლოა, Radeon RX 7700 XT მოდელი გამოფენა Computex 2023-ზე. ორივე ბარათი ორიენტირებულია გეიმერების მასობრივ სეგმენტზე და მათი ფასი 400 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება. 

Radeon RX 7600 მოდელი Computex 2023-ზე წარმოდგენილი იქნება AMD-ის ექსკლუზიური პარტნიორების მიერ, რომელთა შორისაა XFX, Sapphire, PowerColor და ASRock. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ არა მხოლოდ Radeon ვიდეო ბარათებს, არამედ ასევე NVIDIA GeForce მოდელებს, მათ შესაძლოა განცხადებები მოგვიანებით გააკეთონ. 

რაოფიციალური ცნობებით Radeon RX 7600 მოდელში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Navi 33. ჩიპი მონოლითური დიზაინის მქონეა, აქვს ორი Shader Engine ბლოკი, რომელთაგან თითოეულზე მოდის ორი Shader Array ბლოკი. შედეგად უზრუნველყოფილია 32 გამომთვლელი ბლოკი 2048 ნაკადური პროცესორით ისევე, როგორც Navi 23 (Radeon RX 6600 XT/ RX 6650 XT) ჩიპის შემთხვევაში. გრაფიკულ პროცესორ Navi 33-ს ასევე აქვს 32 მბ Infinity Cache მეხსიერება და 128-ბიტიანი მეხსიერების სალტის მხარდაჭერა. პროგნოზების თანახმად მითითებული GPU გამოყენებული იქნება 250-350 აშშ დოლარი ღირებულების ვიდეო ბარათებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.