Jump to content

Radeon RX 6950 XT-ის ღირებულება პირველად ჩამოვიდა 600 აშშ დოლარზე დაბლა - ეს მას GeForce RTX 4070-ის კონკურენტად აქცევს


Recommended Posts

AMD-ის წინა თაობის ფლაგმანურ ვიდეო ბარათ Radeon RX 6950 XT-ის ფასი პირველად ჩამოვიდა 600 აშშ დოლარს ქვემოთ, წერს VideoCardz. შედეგად იგი ცოტა ხნის წინ გამოსული NVIDIA GeForce RTX 4070-ის პირდაპირი კონკურენტი ხდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

კომპანია ASRock-ის წარმოებული მოდელი Radeon RX 6950 XT Phantom Gaming ამჟამად 629.99 აშშ დოლარად იყიდება ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმა Newegg-ზე. ამასთან, პლატფორმა დამატებით 30 აშშ დოლარის ოდენობის ფასდაკლებას გთავაზობთ სპეციალური კოდის შეყვანის შემთხვევაში, რის შედეგად ვიდეო ბარათის შეძენა 599.99 აშშ დოლარადაა შესაძლებელი. ამავე დროს, ისევე, როგორც Radeon RX 6000 სერიის ნებისმიერ ბარათს, ზემოთხსენებულ მოდელს მოყვება 60 აშშ დოლარი ღირებულების თამაშ The Last of Us Part 1-ის უფასო ასლი. 

შეგახსენებთ, Radeon RX 6950 XT გამოვიდა 2022 წლის მაისში სარეკომენდაციო ფასით 1099 აშშ დოლარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნახევარ წელზე ნაკლებ პერიოდში იგი 500 აშშ დოლარით გაიაფდა. 

ASRock Radeon RX 6950 XT Phantom Gaming-ს გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება აქვს - მისი გეიმინგ სიხშირეა 2166 მჰც და Boost-სიხშირე - 2324 მჰც, რაც 0.8 და 0.6 %-ით აღემატება ეტალონურ მაჩვენებლებს. ვიდეო ბარათს აქვს გაგრილების მასიური 2.8-სლოტიანი სისტემა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Newegg 

5120 ნაკადური პროცესორის მქონე GPU Navi 21 XTX-ზე დამყარებული უმეტესი ვიდეო ბარათის მსგავსად ASRock-ის მოდელსაც აქვს სამი 8-პინიანი კვების კონექტორი. მწარმოებელი კომპანიის რეკომენდაციაა Radeon RX 6950 XT-სთან გამოყენებულ იქნას 900 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. 

დამოუკიდებელი ტესტების თანახმად მაღალი გაფართოების თამაშებში Radeon RX 6950 XT ბევრად სწრაფია GeForce RTX 4070-თან შედარებით. თუმცა ბარათების ენერგომოხმარებასრის საგრძნობი განსხვავებაა. GeForce RTX 4070 უზრუნველყოფს დაახლოებით მსგავს წარმადობას, ამასთან მოიხმარს მხოლოდ 200 ვატს, ხოლო მისი მაქსიმალური ენერგომოხმარების მაჩვენებელი 230 ვატს შეადგენს. Radeon RX 6950 XT გეიმინგში საჭიროებს დაახლოებით 300 ვატს, მისი ენერგომოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი კი შესაძლოა 600 ვატს აღემატებოდეს. 

Radeon RX 6950 XT-ს უპირატესობებში ასევე შედის მეტი მოცულობის ვიდეომეხსიერება - 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. GeForce RTX 4070-ს აქვს 12 გბ მეხსიერება 192-ბიტიანი სალტით. მეორე მხრივ, NVIDIA-ს ვიდეო ბარათი უფრო მეტ წარმადობას უზრუნველყოფს რეითრეისინგის მქონე თამაშებში, მასზე აგრეთვე მხარდაჭერილია მასშტაბირების ტექნოლოგია DLSS 3, რის შედეგად იგი Radeon RX 6950 XT-ზე სწრაფი ხდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.