Jump to content

ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი კრიპტო ბაზრის რეგულირების შესახებ


Recommended Posts

ევროპელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს ამბიციური კანონი, რომელიც რეგიონში კრიპტოვალუტების ინდუსტრიის რეგულირებას ჩაუყრის საფუძველს. ევროპარლამენტის მიერ კრიპტო აქტივების ბაზრების“ კანონის (Markets in Crypto-Assets, MiCA) მიღების შედეგად ევროკავშირი გახდება მასშტაბური იურისდიქცია, სადაც განხორციელდება ყოვლისმომცველი წესები კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებისა და მომხმარებლების დასაცავად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pete Linforth / pixabay.com 

ფინანსური მომსახურების კომისარმა Mairead McGuinness-მა განაცხადა, რომ ახალი კანონი საბოლოოდ ამოქმედდება მიმდინარე წლის ივლისში, მას შემდეგ რაც მას ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა დაამტკიცებს. კანონმდებლობის ცალკეული დებულებები ეტაპობრივად შევა ძალაში. მაგალითად, stablecoin-ების რეგულირება 2024 წლის ივლისიდან დაიწყება. 

MiCA უკვე სამი წელია დამუშავების პროცესშია და კრიპტო აღმასრულებლები მას აფასებდნენ, როგორც ამერიკული მიდგომის ალტერნატივას, რომელიც აკონტროლებს სექტორს აღმასრულებელი მოქმედებებით. თუმცა კრიტიკოსები თვლიან, რომ კანონპროექტი ძალაში შესვლამდე უკვე მოძველებულია და რიგი ცვლილებების შეტანას ითხოვენ. 

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერ კომპანია, რომელიც ევროპაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სერვისებს წარადგენს, ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში, რათა მთელ ბლოკში მუშაობის ნებართვა მიიღოს. ევროპის საბანკო ორგანო და ევროპის ფასიანი ქაღალდების და ბაზრების სამმართველო უზრუნველყოფენ, რომ კრიპტო პლატფორმები შეესაბამებოდეს მარეგულირებელ მოთხოვნებს, მათ შორის მმართველობისა და რისკების მართვის თვალსაზრისით. მოსალოდნელია, რომ კანონი ევროკავშირს უფრო მიმზიდველს გახდის კრიპტო კომპანიებისთვის, რაც ზეწოლას მოახდენს სხვა იურისდიქციებზე მსგავსი მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით. 

Link to comment
Share on other sites

ევროპალამენტი და კრიპტო რეგულაცია არ ვიცი მაგრამ 1 კვირიანი დროპების შემდეგ დღეს კარგათ შეუბერა კრიპტომ, ბიტკოინი უახლოვდება 30000$, ეთერეუმი კი ჯერ 1970$ ფარგლებში გაზარდეს, ეგ 27000$ და 1810$ დაცემის შემდეგ გუშინ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.