Jump to content

Acer-მა წარადგინა Predator Orion X - გეიმინგ კომპიუტერი სამ ზონად დაყოფილი უნიკალური კორპუსით


Recommended Posts

Acer-მა წარადგინა გეიმინგ პერსონალური კომპიუტერი Predator Orion X უნიკალური დიზაინის კორპუსით, რომელიც სამ ფუნქციურ ზონადაა დაყოფილი. ყველაზე დიდ, პირველ ზონაში განთავსებულია CPU, ოპერატიული მეხსიერეა და NVMe SSD. მეორე ზონაში მოთავსებულია ვიდეო ბარათი და გაფართოების სლოტები. მესამე ზონა დაეთმო თხევადი გაგრილების სისტემას. Acer Predator Orion X-ში წარმოდგენილია ჩიპები Intel Core i9-13900KS-მდე და ვიდეო ბარათები - NVIDIA GeForce RTX 4090-მდე. 

image.jpeg 

Acer Predator Orion X / წყარო: Acer 

Acer Predator Orion X-ის შეძენა შესაძლებელია შემდეგი პროცესორების მქონე კონფიგურაციებად - Core i9-13900K, i9-13900KF, i9-13900, i7-13700K, i7-13700KF და i7-13700. ბიუჯეტური გეიმერებისთვის წარმოდგენილია კონფიგურაცია Intel Core i5-13400 ჩიპით. უცნაურია, მაგრამ Intel Core i5-13600K არ არის წარმოდგენილი ვარიანტებს შორის, მიუხედავად საშუალო დონისთვის შესანიშნავი გეიმინგ პროცესორის რეპუტაციისა. AMD-ის პროცესორების მქოე ვარიანტებიც ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Acer 

Acer Predator Orion X-ში წარმოდგენილი ვიდეო ბარათების არჩევანია NVIDIA GeForce RTX 4070 Ti, GeForce RTX 4080 და GeForce RTX 4090. AMD-ის გრაფიკული ადაპტერებ ანონსში ნახსენები არ იყო. პერსონალური კომპიუტერი შესაძლებელია დაკომპლექტდეს DDR5-5600 სტანდარტის 64 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებითა და 2 ტერაბაიტამდე M.2 SSD-ით. NVMe SSD-ისთვის განკუთნვილი დამატებითი სლოტი „ცხელი“ შეცვლის ფუნქციით უზრუნველყოფს სივრცის გაფართოებას ისევე, როგორც სლოტები 2.5-დუიმიანი SSD-ებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Acer 

Acer Predator Orion X-ის ქსელური შესაძლებლობები მოიცავს Wi-Fi 6E უსადენო ქსელს და სადენიან 2.5G Ethernet ქსელის ადაპტერს. წინა პანელზე განთავსებულია USB Gen1 Type-C პორტი, USB 3.2 Gen1 Type-A პორტი და 3.5-მილიმეტრიანი კომბინირებული აუდიო კონექტორი. უკანა პანელზე მოცემულია ერთი USB 3.2 Gen2 Type-C პორტი, სამი USB 3.2 Gen2 Type-A პორტი, ორი USB 2.0 პორტი და RJ45 Ethernet კონექტორი. 

გეიმინგ კომპიუტერი Acer Predator Orion X მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან გაიყიდება 2499 ევროდ. Acer ასევე გეგმავს გამოუშვას ცალკე კორპუსი, რათა მომხმარებლებმა თავად ააწყონ პერსონალური კომპიუტერის საჭირო კონფიგურაცია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.