Jump to content

Tesla კიდევ გაიაფდა: Model 3 ახლა 40 ათას აშშ დოლარზე ნაკლები ღირს


Recommended Posts

მიმდინარე წელს Tesla-მ ელექტრომობილებზე ფასების შემცირება იანვარში დაიწყო, შემდეგ რამდენჯერმე დაკორექტირდა Model Y-ისა და Model 3-ის ღირებულება, მათ შორის მიმდინარე თვის დასაწყისში, ამჟამად კი კროსოვერის ყველა კომპლექტაციის ფასი აშშ-ში 3 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, Tesla Model 3-ის საბაზისო ვერსია კი გაიაფდა 2 ათასი აშშ დოლარით და ამჟამად შემოთავაზებულია 39990 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

კონკრეტულად საბაზისო სედან Tesla Model 3-ის შემთხვევაში ფასის შემცირების დრო და მიზეზი მარტივად აიხსნება. 18 აპრილიდან აშშ-ში ამგვარი მანქანების მყიდველები აღარ იღებენ სუბსიდიის ნახევარს, რომელიც ცოტა ხნის წინ 7500 აშშ დოლარს შეადგენდა. ამჟამად ქვეყნის ხელისუფლება მზადაა მომხმარებლებს დაუკომპენსიროს მხოლოდ 3750 აშშ დოლარი, რადგან ეს ელექტრომობილები, მართლია, შეერთეული შტატების ტერიტორიაზე იწყობა, მაგრამ აღჭურვილია ჩინური წარმოების აკუმულატორებით. Tesla-მ გადაწყვიტა ნაწილობრივ აენაზღაურებინა სუბსიდიის ნახევრის დაკარგვა პირდაპირი ფასდაკლებით და საბაზისო Tesla Model 3-ის ღირებულება 2000 აშშ დოლარით შეამცირა. 

სრული წამყვანი სისტემის მქონე ვარიანტი Tesla Model 3 Performance კვლავ 52990 აშშ დოლარი ღირს, ხოლო გაზრდილი სვლის მარაგის მქონე ვერსიის შეკვეთა აშშ-ში დროებით შეუძლებელია. კროსოვერ Tesla Model Y-ის ფასების ცვლილების პოლიტიკა შედარებით ერთგვაროვანია. შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი სამივე ვარიანტის ფასი მიმდინარე კვირაში 3 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. ყველა მათგანი წარმოდგენილია სრული წამყვანი სისტემით, საბაზისო ვარიანტის ღირებულებაა 46990 აშშ დოლარი, ხოლო სუბსიირების პროგრამაში მონაწილე კალიფორნიის მცხოვრებს შეუძლია შეიძინოს იგი 37490 აშშ დოლარად ტრანსპორტირების გარეშე. 

Tesla Model Y Long Range ვერსია 446-დან 528 კმ-მდე გაზრდილი სვლის მარაგით შეფასებულია 49990 აშშ დოლარად, Performance ვარიანტი კი - 53990 აშშ დოლარად. სამივე კროსოვერი აშშ-ში ხვდება სუბსიდირების პროგრამაში და შტატის ხელისუფლების მხრიდან დამატებითი მასტიმულირებელი ანაზრაურების შედეგად Tesla Model Y-ის საბაზისო ვერსიის შეძენა 35 ათას აშშ დოლარად არის შესაძლებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ რამდენიმე თვის წინ Tesla Model Y Long Range აშშ-ში დაახლოებით 66 ათასი აშშ დოლარი ღირდა, ამჟამად იგი ფასის თითქმის მესამედითაა შემცირებული მიმდინარე წელს ძალაში შესული ფედერალური სუბსიდიების გარეშეც კი. 

ჯამში Tesla-ს ყველა ქარხანას წელიწადში ერთად შეუძლია ნახევარი მილიონი Model Y-ის გამოშვება და ასეთი აგრესიული საფასო პოლიტიკის პირობებში კომპანიას თავისუფლად შეუძლია ეს მოდელი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ავტომობილად გარდაქმნას, რასაც ადრე მოიაზრებდა კიდეც ილონ მასკი. ზოგიერთ ბაზარზე Model Y პოპულარობით შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებსაც კი აღემატება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.