Jump to content

Intel-მა შეწყვიტა ASIC-მაინერების გამოშვება Bitcoin-ის მაინინგისთვის და აღარ შექმნის ახალ მოდელებს


Recommended Posts

Intel-მა გააცხადა, რომ შეწყვიტა პირველი თაობის Blockscale 1000 ASIC-მაინერების წარმოება, რომლებიც განკუთვნილია Bitcoin-ის მაინინგისთვის. ამასთან, კომპანიას არაფერი გამოუცხადებია მომავალი თაობის ჩიპების წარმოების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ Blockscale-ის მომხმარებლების მხარდაჭერა გაგრძელდება. 

image.jpeg 

Intel-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ASIC Blockscale-ის გამოშვების შეწყვეტის მიზეზია კომპანიის სურვილი - ფოკუსირდეს IDM 2.0 სტრატეგიაზე. კომპანიას არაფერი გამოუცხადებია Bitcoin-ის მაინინგისთვის განკუთვნილ სამომავლო თაობის პროდუქტებზე, ხოლო Blockscale ASIC-თან დაკავშირებული ყველა გვერდი ამჟამად არააქტიურია. 

Intel-ის თავდაპირველი შესვლა მაინინგისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზარზე არახელსაყრელ დროს მოხდა, რადგან ჩიპები ხელმისაწვდომი გახდა სწორედ იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის ფასმა დაიკლო ბოლო კრიპტობუმის შემდეგ. და Intel-ის ბაზრიდან გასვლა ხდება იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის ფასი კვლავ იზრდება - ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტის ღირებულება 30 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

პროექტ Bonanza Mine-ის შემდეგ Intel-მა განაცხადა, რომ შევიდოდა ASIC-მაინერების ბაზარზე და გამოუშვა მეორე თაობის მოდელი, სახელწოდებით Blockscale ისეთი მსხვილი მაინინგ კომპანიების მოსაზიდად, როგორებიცაა BLOCK, GRIID Infrastructure და Argo Blockchain. 

მაღალი წარმადობის პარალელურად კონკურენტ მაინინგ-ჩიპებთან შედარებით Blockscale-ის დიდი უპირატესობაა Intel-ის შესაძლებლობა - სტაბილურად აწარმოოს მიკროსქემები. რამდენიმე მსხვილმა მაინინგ კომპანიამ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა ASIC Blockscale-ის მიწოდებასთან დაკავშირებით, რის შედეგად შემცირდა მათი დამოკიდებულება ჩინელ მწარმოებლებზე, რომლებიც Bitcoin-ის ფასებით მანიპულირებდნენ. 

ASIC-მაინერების ბაზრიდან Intel-ის გასვლას მოყვება ხარჯების შესამცირებელი სხვა ნაბიჯები: გასულ კვირას კომპანიამ გაყიდა სერვერების წარმოების ბიზნესი, განახორციელა ქსელის კომუტატორების საწარმოო ბიზნესის ლიკვიდაცია, შეწყვიტა 5G მოდემების და Optane Memory-ს წარმოება და გაყიდა კომპანია SK Hynix-ის SSD-ების წარმოების საკუთარი ბიზნესი, აგრეთვე უარი თქვა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე. Intel-მა მომავლისთვის გადადო ორეგონში მეგალაბორატორიის მშენებლობის გეგმა და გააუქმა განვითარების ცენტრის შექმნა ჰაიფაში. კომპანიამ შეზღუდა ზოგიერთი პროგრამა, მაგალითად RISC-V Pathfinder და გადახედა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებლების გამოშვების გეგმას, უარი თქვა Rialto Bridge თაობის გრაფიკულ პროცესორებზე და 2025 წლამდე გადადო Falcon Shores ჩიპების გამოშვება. 

ჯერჯერობით უცნობია, გააგრძლებს თუ არა Intel თავისი ბიზნესის მასშტაბების შემცირებას, თუმცა ნათელია, რომ კომპანია აპირებს ხარჯების შემცირებას, რათა ორიენტირდეს ძირითად საქმიანობაზე, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში იგი განიცდის ერთ-ერთ უარეს საბაზრო პირობებს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.