Magdalena Posted April 22, 2023 Share Posted April 22, 2023 Intel-მა განაცხადა, რომ შეწყვიტა პირველი თაობის Blockscale 1000 ASIC-მაინერების წარმოება, რომლებიც განკუთვნილია Bitcoin-ის მაინინგისთვის. ამასთან, კომპანიას არაფერი გამოუცხადებია მომავალი თაობის ჩიპების წარმოების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ Blockscale-ის მომხმარებლების მხარდაჭერა გაგრძელდება. Intel-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ASIC Blockscale-ის გამოშვების შეწყვეტის მიზეზია კომპანიის სურვილი - ფოკუსირდეს IDM 2.0 სტრატეგიაზე. კომპანიას არაფერი გამოუცხადებია Bitcoin-ის მაინინგისთვის განკუთვნილ სამომავლო თაობის პროდუქტებზე, ხოლო Blockscale ASIC-თან დაკავშირებული ყველა გვერდი ამჟამად არააქტიურია. Intel-ის თავდაპირველი შესვლა მაინინგისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზარზე არახელსაყრელ დროს მოხდა, რადგან ჩიპები ხელმისაწვდომი გახდა სწორედ იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის ფასმა დაიკლო ბოლო კრიპტობუმის შემდეგ. და Intel-ის ბაზრიდან გასვლა ხდება იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის ფასი კვლავ იზრდება - ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტის ღირებულება 30 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. პროექტ Bonanza Mine-ის შემდეგ Intel-მა განაცხადა, რომ შევიდოდა ASIC-მაინერების ბაზარზე და გამოუშვა მეორე თაობის მოდელი, სახელწოდებით Blockscale ისეთი მსხვილი მაინინგ კომპანიების მოსაზიდად, როგორებიცაა BLOCK, GRIID Infrastructure და Argo Blockchain. მაღალი წარმადობის პარალელურად კონკურენტ მაინინგ-ჩიპებთან შედარებით Blockscale-ის დიდი უპირატესობაა Intel-ის შესაძლებლობა - სტაბილურად აწარმოოს მიკროსქემები. რამდენიმე მსხვილმა მაინინგ კომპანიამ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა ASIC Blockscale-ის მიწოდებასთან დაკავშირებით, რის შედეგად შემცირდა მათი დამოკიდებულება ჩინელ მწარმოებლებზე, რომლებიც Bitcoin-ის ფასებით მანიპულირებდნენ. ASIC-მაინერების ბაზრიდან Intel-ის გასვლას მოყვება ხარჯების შესამცირებელი სხვა ნაბიჯები: გასულ კვირას კომპანიამ გაყიდა სერვერების წარმოების ბიზნესი, განახორციელა ქსელის კომუტატორების საწარმოო ბიზნესის ლიკვიდაცია, შეწყვიტა 5G მოდემების და Optane Memory-ს წარმოება და გაყიდა კომპანია SK Hynix-ის SSD-ების წარმოების საკუთარი ბიზნესი, აგრეთვე უარი თქვა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე. Intel-მა მომავლისთვის გადადო ორეგონში მეგალაბორატორიის მშენებლობის გეგმა და გააუქმა განვითარების ცენტრის შექმნა ჰაიფაში. კომპანიამ შეზღუდა ზოგიერთი პროგრამა, მაგალითად RISC-V Pathfinder და გადახედა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებლების გამოშვების გეგმას, უარი თქვა Rialto Bridge თაობის გრაფიკულ პროცესორებზე და 2025 წლამდე გადადო Falcon Shores ჩიპების გამოშვება. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძლებს თუ არა Intel თავისი ბიზნესის მასშტაბების შემცირებას, თუმცა ნათელია, რომ კომპანია აპირებს ხარჯების შემცირებას, რათა ორიენტირდეს ძირითად საქმიანობაზე, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში იგი განიცდის ერთ-ერთ უარეს საბაზრო პირობებს. https://tinyurl.com/jy6ynsju Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.