Jump to content

Google Pixel 7a წინამორბედთან შედარებით ძვირი იქნება და გამოვა 10 მაისს, ხოლო დრეკადი Pixel Fold-ის გამოსვლა მოსალოდნელია ივნისის ბოლოს


Recommended Posts

Google თავის პირველ დრეკად სმარტფონს, აგრეთვე საშუალო დონის ახალ მოდელს წარადგენს 10 მაისს, დეველოპერების კონფერენცია Google I/O-ის ფარგლებში. არსებული ცნობებით, დრეკადი Pixel Fold-ისა და საშუალობიუჯეტური Pixel 7a-ს პრემიერა ერთად შედგება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Onleaks 

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების წარდგენა ერთსა და იმავე ღონისძიებაზე შედგება, მათი გაყიდვა სხვადასხვა დროს დაიწყება. Pixel 7a გაიყიდება 10 მაისიდან პრემიერის შემდეგ 499 აშშ დოლარად - 50 აშშ დოლარით უფრო ძვირად Pixel 6a-სთან შედარებით. გამოა „ნახშირისფერი“, „თოვლისფერი“, „ზღვისფერი“ და „კორალისფერი“ ვარიანტები. ბოლო მათგანი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Google Store-ში. 

Pixel 6a-სთან შედარებით ფასის 50 აშშ დოლარი ზრდა შეიძლება გამართლდეს იმით, რომ წინა მოდელი, როგორც ჩანს, გაყიდვაში დარჩება შემდეგი თაობის გამოსვლის შემდეგაც. რა თქმა უნდა, შესაძლოა წინა ვერსია გაიაფდეს, მაგრამ ამის შესახებ დადასტურებული მონაცემები ჯერ არ არის. 

image.jpeg 

რსებული ცნობებით, Google Pixel 7a-ს ექნება 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, აგრეთვე 13-მეგაპიქსელიანი მოდული ულტრაფართოკუთხიანი ობიექტივით. მოდელი აგებულია Google-ის საფირმო ჩიპსეტ Tensor G2-ზე. კადრის განახლების სიხშირეა 90 ჰერცი. მხარდაჭერილია უსადენო დამუხტვა და დაყენებულია ოპერაციული სისტემა Android 13. 

რაც შეეხება ფლაგმანურ დასაკეც მოდელ Pixel Fold-ს, მოსალოდნელია, რომ მისი ფასი 1799 აშშ დოლარი იქნება. წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 10 მაისიდან Google Store-ში, 30 მაისიდან კი - აშშ-ის კავშირგაბმულობის ოპერატორებთან. გაყიდვების დაწყების დროდ მითითებულია 27 ივნისი. 

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა Google Pixel 7a-ს რენდერები, მათ მიხედვით რევოლუციური არაფერია მოსალოდნელი - ზოგადად, სმარტფონები შექმნილია Pixel სერიის უახლესი ვერსიებისთვის დამახასიათებელ ლაკონურ სტილში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.