Magdalena Posted April 21, 2023 Share Posted April 21, 2023 Mediaworkstations-მა განაახლა სამუშაო სადგურ a-X2P-ს კონფიგურაცია - ახალი მოდელი წარმოდგენილია ორი AMD EPYC 9654 პროცესორით, რაც ჯამში გვაძლევს 192 ბირთვს და 384 ნაკადს, მოწყობილობას ასევე აქვს 3 ტერაბაიტამდე DDR5 ოპერატიული მეხსიერება. ფოტოს წყარო: mediaworkstations.net მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კომპიუტერი შეიძლება ჩაითვალოს ლეპტოპად, მაინც უფრო სწორია მას პორტატული სამუშაო სადგური ვუწოდოთ. ახალ მოდელში შენარჩუნებულია წინა თაობის დიზაინი, თუმცა ზომები და მასა გაიზარდა. ახალი ვერსიის ზომაა 41.5 × 62.5 × 26.9 სმ, წონა - 20.4-დან 25 კგ-მდე. ყველაზე თვალშისაცემი ცვლილებები კომპიუტერის კონფიგურაციას შეეხო. 2020 წელს გამოსული მოდელი მუშაობდა Zen 2 მიკროარქიტექტურაზე დამყარებულ პროცესორ AMD EPYC 7002-ზე (Rome). კომპანიამ გამოტოვა EPYC 7003 (Milan) სერია და პირდაპირ გადავიდა Zen 4 ბირთვების მქონე EPYC 9004-ზე (Genoa). ხელმისაწვდომია კონფიგურაციის ფართო სპექტრი 16-დან 96-მდე ბირთვის მქონე ჩიპებით - ასევე არის ვარიანტი ორი AMD EPYC 9654 პროცესორით, რაც ჯამში 192 ბირთვს იძლევა. კომპანიას არ მიუთითებია ორპროცესორიანი მოდელის დედა დაფის მოდელი, თუმცა ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს არის Gigabyte MZ73-LM1 - ვარაუდობს Tom’s Hardware. მას აქვს ოპერატიული მეხსიერების 24 სლოტი 256 გბ-მდე DDR5-4800 3DS RDIMM-ის მხარდაჭერით. მოწყობილობაში ხელმისაწვდომია მაქსიმუმ 3 ტბ ოპერატიული მეხსიერება, ე.ი. დედა დაფის მაქსიმალური შესაძლებლობის ნახევარი. AMD EPYC Genoa პროცესორებზე მხარდაჭერილია PCIe 5.0, თუმცა Mediaworkstations-მა PCIe 4.0-ის გამოყენება გადაწყვიტა - დედა დაფა Gigabyte MZ73 გამოდის ორ ვარიანტად: PCIe 5.0 სტანდარტით (მოდელი MZ73-LM0) და PCIe 4.0 (MZ73-LM1). სამუშაო სადგური a-X2P აღჭურვილია მეორე მათგანით, კომპიუტერს აქვს ოთხი PCIe 4.0 x16 სლოტი პროცესორთან პირდაპირი კავშირით. კომპლექტში შესაძლებელია მოცემული იყოს 2-მდე ვიდეობარათი. კომპიუტერს აქვს PCIe 4.0 x4 M.2 სლოტი M.2 2280 ან M.2 22110 ფორმატის SSD-სთვის. დაფაზე მოცემულია ერთი კონექტორი SlimSAS 4i ოთხი SATA III პორტითა და ორი SlimSAS 8i ოთხი PCIe 4.0-ით, ან 16 SATA III-ით. წარმოდგენილია ასევე კონტროლერი Aspeed AST2600 ორი Arm Cortex-A7 ბირთვით და დამხმარე Arm Cortex-M3-ით, აქვს ორი მაღალსიჩქარიანი პორტი Base-T LAN 10 გბ/წმ (Broadcom BCM57416) და ერთი MLAN. ამავდროულად, კომპიუტერს არ აქვს უსადენო პროტოკოლების მხარდაჭერა, რაც მოულოდნელია მობილური სამუშაო სადგურისთვის, მაგრამ ხელმისაწვდომია ორი USB 3.2 Gen 1 პორტი, ერთი VGA და ერთი COM კომპანია თითოეული a-X2P-ის ღირებულებას ინდივიდუალურად ითვლის, შემოთავაზება აშკარად არ არის იაფი: 96-ბირთვიანი AMD EPYC 9654 ღირს 11805 აშშ დოლარი. კონფიგურაცია ორი პროცესორით, 3 ტბ ძვირადღირებული DDR5 მეხსიერებით და ექვსი ეკრანით საგრძნობლად ძვირი იქნება. https://tinyurl.com/5y3u48xm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.