Jump to content

პირველ კვარტალში პერსონალური კომპიუტერების გლობალური მიწოდების მასშტაბი 29%-ით შემცირდა - Apple-ის გაყიდვებმა ყველაზე მეტად დაიკლო


Recommended Posts

პირველი კვარტლის დასრულებიდან საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ინდუსტრიის ანალიტიკოსებს დაეწყოთ ამ პერიოდის პირველადი შედეგების შეჯამება პერსონალური კომპიუტერების ბაზრის განვითარების თვალსაზრისით. IDC-ის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პირველ კვარტალში მიწოდებულ იქნა არაუმეტეს 56.9 მილიონი მზა კომპიუტერი და ლეპტოპი, რაც 29%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგთან შედარებით. ფაქტობრივად, კომპიუტერების ბაზარი ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე პანდემიამდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell Technologies 

IDC-ის ანალიტიკოსების ბოლო თეზის ამყარებს 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარება, როდესაც მიწოდებულ იქნა 59.2 მილიონი კომპიუტერი, აგრეთვე შედარება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან, როდესაც განხორციელდა 60.6 მილიონი პერსონალური კომპიუტერის მიწოდება. მიმდინარე წლის პირველი კვარტალი 56.9 მილიონი კომპიუტერით დამაიმედებლად არ გამოიყურება. IDC-ის წარმომადგენლების თქმით კომპიუტერების სეგმენტზე მოთხოვნაზე გავლენას ახდენს მზა პროდუქტების ჭარბი მარაგი და მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესება. 

როგორც IDC-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, თვეების განმავლობაში გარკვეული სასაწყობე მარაგების შემცირებაც კი არ აძლევს მათ საშუალებას დაუბრუნდნენ ნორმას, რომელიც იზომება პროდუქტის ოთხი ან ექვსი კვირის ვადაში გაყიდვით. მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეები და მომწოდებლები მზად არიან სერიოზულად შეამცირონ კომპიუტერების ფასები, გაზრდილი სასაწყობე მარაგების რისკი დარჩება არა მხოლოდ მიმდინარე წლის შუა რიცხვებამდე, არამედ პოტენციურად მესამე კვარტლის გარკვეულ პერიოდამდე. 

პროდუქციაზე ბაზრის მოთხოვნის კლება კომპანიებს საშუალებას აძლევს შეაჩერონ მიწოდების ჯაჭვების აღდგენა, რადგან ჩინეთის გარეთ მიგრაციის ტენდენცია იზრდება. მეორე მხრივ, წლის ბოლომდე ლიცენზიის მოსაკრებლების მოსალოდნელი ზრდა აიძულებს მწარმოებლებს გაზარდონ Google Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე კომპიუტერების წარმოების მოცულობა. წლის მეორე ნახევარში, როგორც IDC-ს ელის, კომპიუტერებზე მოთხოვნა შესაძლოა დაუბრუნდეს ზრდას გარკვეული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის არსებობის პირობებში, ასევე Windows 11-ზე გადასვლის აუცილებლობის გამო. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, 2024 წლისთვის ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. 

image.png 

ფოტოს წყარო: IDC 

პირველი კვარტლის შეჯამების თანახმად პერსონალური კომპიუტერების ბაზრის ლიდერად რჩება Lenovo 22.4%-იანი წილით, რომელიც წლის განმავლობაშ ოდნავ შემცირდა. მეორე ადგილზეა HP Inc. 21.1%-ით, რომლის პოზიციები ოდნავ გამყარდა ამ პერიოდშ. პირველი კომპანიის მიწოდების მოცულობა 30.3%-ით შემცირდა, მეორესი - 24.2%-ით. მესამე ადგილზეა Dell, რომლის წილი ასევე შემცირდა 17.1%-დან 16.7%-მდე, ასევე შემცირდა მის მიერ მიწოდებული პროდუქციის მოცულობა 31%-ით. მეოთხე ადგილზეა Apple, თუმცა მისი ჩამორჩენა ლიდერების სამეულთან მეტად დიდია - 7.2% წილის მქონე კომპანიის კომპიუტერების მიწოდების მოცულობა ყველაზე მეტად - 40.5%-ით შემცირდა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 

მეხუთე ადგილზეა ASUS 6.8%-იანი წილით და 3.9 მილიონი მიწოდებული კომპიუტერით. ამავდროულად, ტაივანური კომპანიის გაყიდვების მოცულობის შემცირება საერთო ტენდენციის ფარგლებში რჩება - 30.3%. კომპიუტერების ყველა სხვა მწარმოებელი იკავებს ბაზრის არაუმეტეს 25.9%-ს, მათი მიწოდების მოცულობა 26%-ით შემცირდა წლის განმავლობაში. გამოდის, რომ ყველა მსხვილი კომპანია, გარდა HP Inc.-ისა, უფრო მეტად განიცდიდა მოთხოვნის შემცირებას, ვიდრე ბაზრის ნაკლებად მნიშვნელოვანი მონაწილეები. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.