Jump to content

კომპიუტერების მიწოდების მოცულობა 2022 წლის ბოლოს ევროპაში 38%-ით შემცირდა - ყველაზე ნაკლებად Apple დაზარალდა


Recommended Posts

დასავლეთ ევროპაში კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა, დესკტოპების, ლეპტოპების და სამუშაო სადგურების ჩათვლით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში 38%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 10.7 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა. როგორც სააგენტო Canalys აცხადებს, საანგარიშო პერიოდში ყველაზე ცუდი შედეგი ლეპტოპებმა დააფიქსირა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Canalys 

სააგენტოს მონაცემებით გაიყიდა 8.6 მილიონი ლეპტოპი - 40%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. დესკტოპ კომპიუტერების გაყიდვები შემცირდა 29%-ით 2.1 მილიონ ერთეულამდე. გარდა ამისა, საერთო ვარდნა აისახა პლანშეტების მიწოდებაზეც - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიყიდა 17.7%-ით ნაკლები - 6.6 მილიონი ეგზემპლარი. ჯამში 2022 წელს პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების მიწოდების მოცულობა შემცირდა 21% და 18%-ით, შესაბამისად, ვარდნა გაგრძელდება თითქმის მთელი 2023 წელი, ზრდა კი მოსალოდნელია მხოლოდ მეოთხე კვარტალში. 

Canalys-ის წარმომადგენლის თქმით, დიდი ფასდაკლებების მიუხედავად, სამომხმარებლო კომპიუტერების მიწოდების მოცულობა დასავლეთ ევროპაში მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით 27%-ით შემცირდა. სადღესასწაულო სეზონზე კლება განპირობებულია როგორც მოთხოვნაზე ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გავლენით, ასევე საწყობებში ჭარბი მარაგის დაგროვებით. 

მასთან უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის დაწყებისას კომპიუტერების ბაზარი დასავლეთ ევროპაში მეტისმეტად გაჯერდა, ზედიზედ რვა კვარტლის განმავლობაში მიწოდების მოცულობა იყო უფრო მაღალი 2019 წლის საახალწლო კვარტალთან შედარებით. იმავე დროს კორპორატიულ ბაზარზე იყო კლება, რადგან ევროკავშირის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, ამასთან ეს ტენდენცია დღემდე გრძედება. IT-ზე ეკონომია აისახა კორპორატიულ გაყიდვებზე, რამაც აღდგენა COVID-19-თან დაკავშირებული სანიტარული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო. 

Canalys როგორც აცხადებს, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რადგან პერსონალური კომპიუტერების გაყიდვამ უკვე მიაღწია ფსკერს და სიტუაცია გამოსწორდება 2022 წლის დასასრულთან შედარებით. მცირდება სასაწყობე მარაგები, რაც გზას უხსნის ახალ მიწოდებას ახლო მომავალში მოთხოვნის აღდგენასთან დაკავშირებით. ექსპერტების აზრით 2024 წელს ბაზრის აღდგენა დაჩქარდება შეჩერებული მოთხოვნისა და ბიზნეს მომხმარებლებში ასეთი პროდუქტების მიმართ ინტერესის აღდგენის გამო Windows 11-ის ფართო გამოყენების ფონზე. როგორც Canalys ელოდება, მიწოდება დასავლეთ ევროპაში 2023 წელს კიდევ 7%-ით შემცირდება, 2024 წელს კი 12%-ით გაიზრდება. პლანშეტების ბაზარზე სიტუაცია უარესი იქნება, რადგან მიმდინარე წელს მოსალოდნელია 10%-იანი ვარდნა, მომავალ წელს კი ბაზრის ზრდა მხოლოდ 4%-ით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Canalys 

ცნობილია, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ლიდერების ხუთეულიდან ყველა ვენდორმა ნაკლები პერსონალური კომპიუტერი მიაწოდა დასავლეთ ევროპას, ვიდრე მესამე კვარტალში. კომპიუტერების უმსხვილეს მომწოდებლებად რჩებიან Lenovo და HP (პირველი და მეორე ადგილი მიწოდების მოცულობის მხრივ), რომლებმაც დააფიქსირეს 35% და 43% კლება, შესაბამისად. რეიტინგში მესამე ადგილზეა Dell 42.4%-იანი კლებით, მეოთხეზე - Apple 22.8% კლებით, მეხუთეზე - ASUS 24.9%-იანი ვარდნით. Canalys აღნიშნავს, რომ ცხრილებში მოცემული მონაცემები შეიძლება არ იყოს 100%-ის ტოლი ინდივიდუალური მაჩვენებლების დამრგვალების გამო. 

პლანშეტებს რაც შეეხება, მეოთხე კვარტალში მეათე თაობის iPad-ის გამოშვებამ Apple-ს საშუალება მისცა პირველი ადგილი შეენარჩუნებინა დასავლეთ ევროპის ბაზარზე, გაყიდვები დარჩა 2022 წლის მეოთხე კვარტლის დონეზე. წლის შეჯამებით მიწოდების მოცულობა მაინც 16%-ით შემცირდა. მეორე ადგილი დაიკავა კომპანია Samsung-მა - იგი გახლავთ ერთადერთი ვენდორი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ზრდა დააფიქსირა. Lenovo-ს მიწოდების მოცულობა მეოთხე კვარტალში წლების შედარებით 62%-ით შემცირდა, რის გამოც კომპანიამ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ადგილი Amazon-ს დაუთმო. მეხუთე ადგილზეა Huawei მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების მოცულობა 66%-ით შემცირდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.