Jump to content

ექსპერტები პროგნოზირებენ ძირითადი კრიპტოკომპანიების გადინებას შეერთებული შტატებიდან


Recommended Posts

image.png 

აშშ-ში მარეგულირებელი მოსაზრებები აიძულებს ადგილობრივ კრიპტო კომპანიებს - დატოვონ ქვეყანა და სათაო ოფისები სხვა იურისდიქციებში გახსნან. ამის შესახებ Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა და მაკროინვესტორმა რაულ პალმა განაცხადა. 

image.jpeg 

ექსპერტმა მაგალიად მოიყვანა ბანკები, რომლებმაც წარსულში ნიუ-იორკი ლონდონით ჩაანაცვლეს უფრო მსუბუქი ზედამხედველობის გამო. 

„დიდი ბრიტანეთი გადამწყვეტ განცხადებებს აკეთებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ევროკავშირი. თუნდაც საფრანგეთი […]. ასეა შვეიცარია, სინგაპური, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰონგ კონგი. ეს არის ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სავალუტო ბაზარი. იქ ყველაფერი არსებობს, დერივატივების ბაზრების ჩათვლით[…] კაიმანის კუნძულები არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ოფშორული საფინანსო ბაზრები“, - განაცხადა სპეციალისტმა. 

პალს ეჭვი ეპარება, რომ აშშ შეძლებს კომპანიების „გადაადგილების“ შეკავებას. 

„აშშ-მ მარცხი განიცადა. დიდი ბრიტანეთი უკან მოგვიტოვებს. ისინი ხედავენ შესაძლებლობებს და იციან წესები. ლონდონი ბრძოლისთვის მზადაა“ - აღნიშნა ექსპერტმა. 

მისი თქმით, Coinbase და Circle შეიძლება იყვნენ პირველი, რომელთაც გაყვებიან სხვა ამერიკული კომპანიები. 

მიმდინარემიმდინარე წლის მარტში Circle-მა საფრანგეთში განაცხადი შეიტანა ადგილობრივი ლიცენზიების მიღებისთვის, როგორც ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერმა და ელექტრონული ფულის დაწესებულებამ. 

კომპანიის სტრატეგიისა და ევროპის მარეგულირებელი პოლიტიკის დირექტორმა პატრიკ ჰანსენმა ივარაუდა, რომ მსხვილი ევროპული ბანკები ციფრული აქტივების სერვისებს განავითარებენ კანონპროექტ MiCA-ს მიღებიდან 48 თვის განმავლობაში. 

ასევე მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Coinbase სწავლობდა ახალი სავაჭრო პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას შეერთებული შტატების იურისდიქციის გარეთ. Bitcoin-ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა SEC-ის პოლიტიკა აშშ-ს ფინანსური სექტორისთვის დამღუპველი უწოდა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა Gemini-ის გეგმების შესახებ, რომ აამოქმედებს დერივატივების პლატფორმას, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე იქნება ორიენტირებული. ახალი სერვისის რეგისტრაცია შტატებს გარეთაა მოსალოდნელი. 

შეგახსენებთ, რომ Bittrex-მა გამოაცხადა შეერთებულ შტატებში საქმიანობის შეზღუდვის შესახებ „მარეგულირებელი გაურკვევლობის“ გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.