Jump to content

ანალიტიკოსებმა შეაფასეს Binance-ის ბაზრის წილი CFTC-ის მხრიდან პრეტენზიების შემდეგ


Recommended Posts

image.png 

რიგ ინსტრუმენტებზე საკომისიო ვაჭრობის შეწყვეტამ და CFTC-ის სარჩელმა პირველ კვარტალში ხელი შეუწყო Binance-ის წილის შემცირებას სპოტ ბაზარზე 70%-დან 54%-მდე. ამ დასკვნამდე მივიდნენ Kaiko-ს ანალიტიკოსები. 

ექსპერტების მიერ გაანალიზებული 17 პლატფორმიდან Upbit Exchange-მა მოახერხა საგრძნობლად გაეძლიერებინა საბაზრო პოზიციები. ეს გამოწვეულია სამხრეთ კორეიდან საცალო მოვაჭრეების მაღალი აქტივობით XRP-თან წყვილებში Ripple-ის წინააღმდეგ SEC სარჩელის ხელსაყრელი შედეგის მოლოდინში. 

image.png 

წყარო: Kaiko 

ამერიკული პლატფორმების კონტექსტში ექსპერტებმა დააფიქსირეს Coinbase-ის წილის შემცირება 60%-დან 49%-მდე. მარეგულირებელი ზეწოლის მიუხედავად Binance.US-ის მაჩვენებელი სამჯერ - 8%-დან 24%-მდე გაიზარდა. 

image.png 

წყარო: Kaiko 

პირველ კვარტალში ციფრული აქტივების ფასის აღმასვლამ არ გამოიწვია  კრიპტოდერივატივების ბაზრის გამოცოცხლება. 

Bitcoin-ის ღია ინტერესის მოცულობა (OI) 20%-ით შემცირდა 211 000 BTC-მდე. მნიშვნელოვნად შემცირდა OKX-ისა და Bybit-ის ინდიკატორები - 54% და 35%-ით, შესაბამისად. Binance-ის OI-მ დააფიქსირა რყევები 130 000 BTC ნიშნულის სიახლოვეს. 

Ethereum-ისთვის სამი აღნიშნული პლატფორმის ინდიკატორის კლებამ 30%-ს გადააჭარბა. Binance-ის მთლიანი საბაზრო წილი უვადო კონტრაქტების ბაზარზე 2%-ით შემცირდა. 

”უმსხვილესი CEX-ის პოზიციების შემცირების უმეტესი ნაწილი გამოწვეულია მხოლოდ ნულოვანი საკომისიოს სპოტ ვაჭრობის შეწყვეტით და არა FUD-ის სარჩელის გამო,” - ხაზგასმით აღნიშნეს სპეციალისტებმა. 

FTX-ის კოლაფსის მთავარი ბენეფიციარები იყვნენ Binance და OKX. პირველი მათგანის ბაზრის წილი 50%-დან 65%-მდე გაიზარდა, მეორესი - 10%-დან 17%-მდე. Huobi-ს, BitMex-ისა და Deribit-ის მაჩვენებლები შემცირდა. 

Bottom of Form 

image.png 

წყარო: Kaiko. 

სპეციალისტებმა მიუთითეს ლიკვიდურობის შემცირებაზე Bitcoin-სა და Ethereum-ის წყვილებში აშშ დოლარისა და USDT-ის საპირისპიროდ. ტენდენცია ჩამოყალიბდა FTX-ისა და Alameda Research-ის კრახის შემდეგ. 

მარტის შუა რიცხვებში ბაზრის სიღრმე (შეკვეთების რაოდენობა საშუალო ფასის 2%-ის ფარგლებში) დაეცა 2022 წლის მაისის მაჩვენებლამდე. Bitcoin-ში მაჩვენებელი 50%-ით შემცირდა, Ethereum-ში - 41%-ით. ანალიტიკოსებმა ეს ახსნეს Binance-ზე პირველ კრიპტოვალუტასთან წყვილებში საკომისიოს გარეშე ვაჭრობის შეწყვეტით. 

image.png 

წყარო: Kaiko. 

Bitcoin-ისა და ოქროს კორელაციამ მიაღწია მრავალწლიან მაქსიმუმს, დაახლოებით 50%-ს. პირველი კრიპტოვალუტის ფასის S&P 500 ინდექსთან ურთიერთკავშირი სამჯერ შემცირდა. 

image.png 

წყარო: Kaiko. 

შეგახსენებთ, რომ CFTC-ის სარჩელს Binance-ის წინააღმდეგ არ მოჰყოლია მომხმარებლების მნიშვნელოვანი გადინება პლატფორმიდან და არ შეურყევია ინვესტორების ნდობა პირველი კრიპტოვალუტის მიმართ Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში ანალიტიკური კომპანია Messari-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რაიასელკისმა ივარაუდა Bitcoin-ის კურსის 100 000 აშშ დოლარამდე ზრდა 12 თვის განმავლობაში. 

CNBC-ის გამოკითხვის თანახმად ნალოგიური აზრი გამოთქვა ინდუსტრიის ბევრმა ექსპერტმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.