Jump to content

Apple-მა M2 პროცესორების წარმოება MacBook-ზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო შეაჩერა


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple-მა საფირმო Apple M2 პროცესორების წარმოება მიმდინარე წლის დასაწყისში დროებით შეაჩერა. ეს მოხდა გლობალური მასშტაბით კომპიუტერებზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის ფონზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: macrumors.com 

Apple M2 საფირმო ჩიპების გამოშვება, რომლებიც ახალ MacBook Pro-ში, Mac mini-სა და MacBook Air-ში გამოიყენება, შეწყდა მიმდინარე წლის იანვარში და თებერვლის ბოლომდე აღარ გამოდიოდა. ცნობილია, რომ იანვარსა და თებერვალში კომპანია TSMC-მ, რომელიც Apple M2 სერიის 5-ნანომეტრიან ჩიპებს აწარმოებს, არ გაგზავნა დამუშავებული სილიკონის ფირფიტები ჩიპებით Amkor Technology-ის კორეის ქარხანაში დასაჭრელად და შესაფუთად. წყაროს ინფორმაციით წარმოების განახლების შემდეგაც კი წარმოებული ჩიპების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნახევარი იყო. 

ცნობილია, რომ Apple-ის შემოსავალი ფინანსური 2023 წლის პირველ კვარტალში (დასრულდა 2022 წლის 31 დეკემბერს) 5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანალიტიკოსები არ ელოდნენ ასეთ არსებით შემცირებას მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო ჩინეთის საწარმოო ობიექტებზე კოროვირუსის ინფექციის გავრცელების გამო, აგრეთვე მცირდებოდა Mac კომპიუტერებისა და თან სატარებელი მოწყობილობების გაყიდვების მოცულობა. 

მასთან iPad-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 30%-ით გაიზარდა ახალი მოდელების გამოშვების წყალობით. თუმცა ამან ვერ დააკომპენსირა Mac კომპიუტერების გაყიდვების კლება, რაც განპირობებული იყო იმით, რომ Apple-ს არ გამოუშვია არც ერთი ახალი მოდელი 2022 წლის ბოლოს. Mac კომპიუტერების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7.7 მლრდ აშშ დოლარი, ერთი წლით ადრე ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 10.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.