Jump to content

ASUS-მა წარადგინა პორტატული კონსოლი ROG Ally - მახასიათებლებით იგი Steam Deck-ზე უკეთესია


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა დააანონსა პორტატული კონსოლი ROG Ally, თუმცა ყველამ ჩათვალა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო. აღმოჩნდა, რომ ეს გახლავთ რეალური მოწყობილობა, თუმცა კომპანიას არ გაუსაჯაროვებია მისი ყველა მახასიათებელი და გაყიდვების დაწყების თარიღი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: YouTube 

რსებული ცნობებით, კონსოლი ROG Ally აგებულია ქასთომიზებულ ჰიბრიდულ პროცესორ AMD Ryzen-ზე. კომპანიის თქმით საუბარი ეხება მაღალი წარმადობის ჩიპს, თუმცა მისი მახასიათებლები არ კონკრეტდება. მოწყობილობის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია 7-დუიმიანი დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. პანელის გვერდების შეფარდებაა 16:9, მაქსიმალური სიკაშკაშე - 500 კდ/მ². პროგრამული უზრუნველყოფის სახით გამოყენებულია Windows 11. 

ASUS-ის კონსოლი უფრო მსუბუქი, კომპაქტური და თხელია ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პორტატულ კონსოლ Valve-ს Steam Deck-თან შედარებით. ROG Ally-ს ზომაა 280 × 113 × 39 მმ და იწონის 608 გრამს, Steam Deck-ის - 298 × 117 × 50.5 მმ, ხოლო წონა - 669 გრამი. ტექნიკური მახასიათებლების მხრივ ROG Ally ასევე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მაგალითად, Steam Deck-ს აქვს 7-დუიმიანი დისპლეი 1280 × 800 გაფართოებით, 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და მისი მაქსიმალური სიკაშკაშე 400 კდ/²-ია. Valve-ს კონსოლს საფუძვლად უდევს AMD-ის ჩიპი ოთხი Zen 2 ბირთვით და რვა RDNA 2 გრაფიკული ბირთვით. 

სევე ცნობილია, რომ ROG Ally-ს გაგრილებისთვის გამოიყენება ორქულერიანი სისტემა, რომელიც მუშაობის პროცესში გამოსცემს 20 დეციბელზე არაუმეტეს ხმაურს, ხოლო Steam Deck-ის მაჩვენებელი 37 დეციბელია. დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ ROG Ally-ს SSD-ისა და ჯოისტიკების შეცვლა მარტივია. კონსოლის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ჯოისტიკებისა და ღილაკების სტანდარტული ნაკრები, აგრეთვე დამატებითი ღილაკები დისპლეისთან მენიუსა და პარამეტრებზე წვდომისთვის.  

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ROG Ally გამოიყურება, როგორც სრულფასოვანი მოწყობილობა, რომელიც ბაზარზე გამოსასვლელად მზადაა. ზუსტად როდის გეგმავს ASUS კონსოლის გამოშვებას და რა იქნება მისი საცალო ფასი, ჯერჯერობით უცნობია. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

რამოდენიმე თვე გამოვიყენე. ორი rog ally დავაბრუნე bestbuyში ჯოისტიკის პრობლემის გამო ხმა ქონდა, ხშირად აქვს მაგის წუნი. ძალიან კარგი ეკრანი აქვს თან მითუმეტეს პატარა ეკრანზე low გრაფიკებიც კარგი ჩანს თუ 1080p ში თამაშობ. ლეპტოპს რო შევადაროთ GTX 1650 ის მქონე ლეპტოპის სიმძლავრისაა . თუმცა პროცესორი საკმაოდ ძლიერია. სსდ ძალიან მარტივად ჩავაყენე და asus cloud recovery მეშვეობით დავაყენე სისტემა. ეხლა fsr 3 გამოდის და კიდევ გაეზრდება fps თამაშებში. მინდოდა external gpu მეყიდა მაგრამ ძალიან ძვირი ღირს არადა პატარა ეკრანზე თამაში მოსაბეზრებელია თუნდაც 16 ინჩი რასაც გაძლევს მაგ შეგრძნებებსაც ვერ იღებ. EGPU rtx 3080 1500$ ღირს ბესთბაიში და rx6850 უკვე ძალიან ძნელი საშოვნელია ,ისე 799 ღირს. ბოლოს ისევ ლეპტოპი ვარჩიე . კარგად დაფიქრდით ვინც გამოწერას დააპირებთ საქართველოდან მიბრუნება რთული იქნება ან თუა შესაძლებელი საერტოდ , წუნი კიდე ხშირად აქვს.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.