Magdalena Posted April 6, 2023 Posted April 6, 2023 გეიმინგ პლატფორმა Steam-ის მომხმარებლების აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ახალი, მარტის სტატისტიკით მოულოდნელი ცვლილებები დაფიქსირდა ოპერაციული სისტემის წილის განაწილების მხრივ. Windows 11-ის წილი მკვეთრად, 7.92%-ით შემცირდა. ბოლო თვეეში ოპერაციული სისტემის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა და მოსალოდნელი იყო, რომ წლის ბოლოსთვის იგი პოპულარობით Windows 10-ს მიუახლოვდებოდა. ამჟამინდელი მაჩვენებლები კი ასეთია: Windows 10 მარტში გამოიყენა გამოკითხულთა 73.95%-მა, Windows 11 კი - 22.41%-მა. მარტის სტატისტიკა. წყარო: Steam დაზუსტებით უცნობია, რას უკავშირდება ასეთი ცვლილებები, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომელთა შორისაა გარკვეული შეცდომები, რომლებმაც Windows 11-ის მომხმარებლები აიძულა ოპერაციული სისტემის წინა ვერსიას დაბრუნებოდნენ. განახლება Windows 11 21H2-ის შემდეგ მომხმარებლებს შესაძლოა შეექმნათ პრობლემები Red Dead Redemption 2-ის გაშვებისას. თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ მსგავსმა შემთხვევამ მომხმარებელს Windows-ის წინა ვერსიაზე დაბრუნებისკენ უბიძგოს. Red Dead Redemption 2-ის შემთხვევაში პირიქით, პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა Windows 11-ის განახლება 22H2-მდე. დიდი ალბათობით, სტატისტიკაში ცვლილებები Steam-ის მონაცემების შეგროვებას უკავშირდება. როგორც gHacks განმარტავს, Valve ავტომატურად არ აგროვებს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის სტატისტიკას ყველა მომხმარებლისგან, კომპანია უგზავნის შეტყობინებებს კონკრეტულ ჯგუფს და ითხოვს მონაცემების ნებაყოფლობით მიწოდებას. ასე რომ, სტატისტიკაში ცვლილებები შესაძლოა გამოწვეული იყოს სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმების ცვლილებით ან გამოკითხული ჯგუფის გაფართოებით. წილის კლება შეეხო არა მხოლოდ Windows 11-ს, არამედ Linux-საც, Phoronix-ის რესურსი აღნიშნავს კლებას 1.27%-დან 0.84%-მდე, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ მომხმარებლების მკვეთრ ზრდაზე, რომელთა ძირითადი სისტემური ენა ჩინურია. ამან შეიძლება დაადასტუროს გამოკითხვაში მონაწილე ჯგუფების ცვლილების შესახებ ვარაუდები. მარტის სტატისტიკა. წყარო: Steam მომხმარებლების აღჭურვილობას რაც შეეხება, სტატისტიკა საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს წარმოდგენა გეიმინგ კომპიუტერის ყველაზე პოპულარული კონფიგურაციის შესახებ: ეს არის Intel-ის 6-ბირთვიანი პროცესორი, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 3060 ან სხვა ადაპტერი 8 გბ ვიდეომეხსიერებით. ეს მონაცემები შესანიშნავია 1080p გაფართოების თამაშებისთვის, რომელთაც მომხმარებელთა უმეტესობა ანიჭებს უპირატესობას. ვიდეო ბარათების რეიტინგში დიდი ხანი ლიდერის პოზიციაზე იყო GTX 1650 და 1060 მოდელები, ამჟამად კი ეს გახლავთ RTX 3060 ბარათი 10.44%-იანი წილით. https://tinyurl.com/4k6vvxx3 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.